понедельник, 20 июля 2026 г.

ქართული სამეფო-სამთავროების წარმოქმანა VIII-IX სს. მიჯნაზე

 VIII ს ბოლოსკენ არაბთა სახალიფო დაშალა. ამ დროს საქართველოში წარმოიქმნა ხუთი სამეფო სამთავრო: ტაო-კლარჯეთი, კახეთი, აფხაზეთი, ჰერეთი და თბილისის საამირო.  

სამხრეთ-დას. საქართველოში დამოუკიდებელი ტაო-კლარჯეთის სამთავროს საფუძველი ჩაუყარა აშოტ ბაგრატიონმა, რომელიც VIIIს-ს II ნახევარში ქართლის ერისმთავარი იყო. აშოტი როგორც ჩანს არაბებს დაუპირისპირდა და იძულებული გახდა ქართლი დაეტოვებ ინა. ის ჩავიდა შავშეთში და კლარჯეთში. კლარჯეთის ტყეებში, ერთ-ერთ კლდეზე ააგო ქ. არტანუჯი. აქ მან დააარსა ტაო-კლარჯეთის სამთავრო. მას მხარი დაუჭირა ბიზანტიის იმპერატორმა და მას კურაპალატობა მისცა. აშოტი განაგრძობდა არაბებთან ბრძოლას. ნიგალის ხევში ერთ-ერთი ბრძოლისას დამარცხებულმა აშოტმა თავი ეკლესიას შეაფარა, მაგრამ ის საკურთხეველში მოკლეს. იგი არტანუჯში დაკრძალეს. მისმა მემკვიდრეებმა მიიღეს „ქართველთა მეფის  ტიტული“. 

აშოტის დროს ტაო-კლარჯეთში დიდი საეკლესიო სამონასტრო მშენებლობა წამოიწყო ბერმა  გრიგოლ ხანცდელმა. დაწყებული აღმშენებლობა შემდგომშიც გაგრძელდა. ამ პერიოდში აიგო:  ხანძთა, ოპიზა(კლარჯეთში), საფარა(სამცხე), კუმურდო, წყაროსთავი(ჯავახეთი), ტბეთი, იშხანი, ხახული, ოშკი, პარხალი, ოთხთა (ტაოში) და სხვა. 

VIII ს-ის ბოლოს დას. საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთის სამეფო ჩამოყალიბდა. ის შავი  ზღვის სანაპიროდან ლიხის ქედამდე ვრცელდებოდა, ჩრდილოეთით ნიკოფსიამდე, ხოლო სამხრეთით ჭოროხის ხეობამდე. აფხაზეთის მთავარი , ისევე როგორც ეგრისის მმართველი ბიზანტიის ხელქვეითი იყო, მაგრამ VIII ს-ის ბოლოს ბიზანტია დასუსტდა და აფხაზთა

11 

მთავარმა ლეონმა მეფის ტიტული მიიღო, დასავლეთ საქართველო გაართიანა და დედაქალაქი  ქუთაისი გახადა. 

VIII ს-ის ბოლოს ქართლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშიც შეიქმნა დამოუკიდბელი სამთავრო. 70-იან წლებში აღმოსავლეთ საქართველოში მთიანეთის მცხოვრები წანარები არაბებს  აუჯანყდნენ და მათი მოთავეობით მოხდა კახეთის სამთავროს ჩამოყალიბება. ამ სამთავროს  ცენტრი ჯერ თიანეთი, შემდეგ კი თელავი გახდა. კახეთის მთავრები ქორეპისკოპოსის  ტიტულს ატარებდნენ. ეს თანამდებობა თავიდან არჩევითი იყო, შემდეგ კი მემკვიდრეობითი გახდა. 

VIII ს-ის ბოლოს ქართლის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოყალიბდა ჰერეთის  სამთავრო. ჰერები ქართლის და ალბანეთის სამეფოებს შორის მცხოვრები ერთ-ერთი  ქართული ტომი იყო. შემდეგ ჰერეთი ქართლის ერთ-ერთი საერისთაო გახდა. ჰერეთის სამეფო  სამხრეთ დასავლეთით მდ. მტკვრამდე ვრცელდებოდა, ჩრდილო-აღმოსავლეთით 

კავკასიონამდე. უკიდურესი სამხრეთი წერტილი იორ-ალაზნის შესართავი იყო. IX ს-ის პირველ ნახევარში ჰერეთის მეფეებმა ალბანეთის ნაწილი შეიერთეს და „რანთა მეფის“ ტიტული მიიღეს. 

მურვან-ყრუს ლაშქრობის შემდეგ თბილისის ამირას თითქმის მთელი აღმოსავლეთ  საქართველო ემორჩილებოდა. VIII ს-ის ბოლოდან, როდესაც საქართველოს ცალკეული  მხარეები განთავისუფლდნენ, მისი სამფლობელო შემცირდა და შიდა ქართლის ნაწილს და ქვემო ქართლს მოიცავდა. არაბთა სახალიფოს დასუსტების შემდეგ, თბილისის ამირა დამოკიდებულების გზას დაადგა და ხალიფას ხარკს აღარ უგზავნიდა. 853 წელს თბილისის  ამირა საჰაკის დასასჯელად ხალიფამ არაბი სარდალი ბუღა თურქი გამოგზავნა. მართალია  ბუღამ თბილისი აიღო და საჰაკი მოკლა,მაგრამ IXს-ის 80- იანი წლებიდან ამირა ჯაფარის  დროს თბილისის საამირო დამოუკიდებელ სამთავროდ ჩამოყალიბდა. 


Комментариев нет:

Отправить комментарий