ომის დასრულების შემდეგ, საბჭოთა კავშირმა, იმ ქვეყნებზე, სადაც მისი ჯარი იდგა, კონტროლის დაწესება მოახერხა. ის ჩაერია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საშინაო საქმეებში და იქ კომუნისტური რეჟიმების დამყარებას შეუწყო ხელი. ეს ქვეყნები იყო: აღმ. გერმანია (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა -გდრ), პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი,
ალბანეთი და იუგოსლავია. სსრკ-ს ასეთ ქმედებას დას. ევროპასა და აშშ-ში დიდი აღშფოთება მოყვა. 1946 წ-ს 5 მარტს ერთ-ერთი შეხვედრისას უ. ჩერჩილმა წარმოთქვა სიტყვა, “მსოფლიოს კუნთები”. ამ სიტყვით მსოფლიოში ფაქტიურად დაიწყო ”ცივი ომი” _ დაპირისპირება, ერთი მხრივ, აშშ-ს და მის მოკავშირეებს და მეორე მხრივ, სსრკ-ს შორის. ის მოიცავდა დაპირისპირებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და იდეოლოგიურ სფეროში. ის 90-იან წლებამდე გაგრძელდა. ამ სიტყვაში ჩერჩილმა სსრკ-სთან მიმართებაში პირველად იხმარა ტერმინი “რკინის ფარდა”.
ამ დროს გერმანია ოთხ ზონად (ამერიკულ, ინგლისურ, ფრანგულ და საბჭოთა ზონებად) იყო დაყოფილი. ამერიკელებს მალე სურდათ გერმანიიდან ჯარის გამოყვანა, რადგან ძალიან ძვირი უჯდებოდათ; ინგლისელებს სურდათ ძლიერი გერმანია აღედგინათ, რათა სსრკ-ს დაპირისპირებოდა. საბოლოოდ გაერთიანდა დას. ევროპის მოკავშირეების სამი ზონა, რომელიც ახალი ძლიერი გერმანული სახელმწიფოს საფუძველი გახდა. რაც შეეხება საბჭოთა ზონას, აქ კომუნისტური გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა (გდრ) შეიქმნა.
“ცივი ომის” დაწყების შემდეგ 1947 წლიდან აშშ-მ “ტრუმენის დოქტრინისა” და “მარშალის გეგმის” განხორციელება დაიწყო. 1947 წლის 12 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა ჰ. ტრუმენმა კონგრესს წარუდგინა პროექტი, რომელიც ისტორიაში “ტრუმენის დოქტრინის” სახელით შევიდა. აქ ჩამოყალიბდა აშშ-ს ახალი საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც გულისხმობდა თავისუფალი ერებისათვის (კონკრეტულ შემთხვევაში ტრუმენი მოითხოვდა 400 მლნ. დოლარს საბერძნეთის და თურქეთის დასახმარებლად) სხვადასხვა ტიპის (ეკონომიკურ, სამხედრო) დახმარებას, რათა ამ ქვეყნებში არ წარმოქმნილიყო ტოტალიტარული ან კომუნისტური რეჟიმები.
1947 წლიდან დაიწყო მოქმედება “მარშალის გეგმამაც” , რომელიც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ მარშალმა ჩამოაყალიბა. ოფიციალურად გეგმას “ევროპის რეკონსტრუქციის პროგრამა” ეწოდა და ომის შედეგად ეკონომიკურად დასუსტებული დას. ევროპის ქვეყნების ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობდა. პროგრამის შედეგად 4 წლის განმავლობაში აშშ-ს ფინანსური დახმარება (12 მლრდ.
42
დოლარი) 17-მა ევროპულმა სახელმწიფომ მიიღო. განსაკუთრებით დიდი დახმარება დას. გერმანიამ მიიღო. 1947 წლის 23 მაისს დას. გერმანია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკად(გფრ) გამოცხადდა. მას სათავეში კონრად ადენაუერი ჩაუდგა. მისმა მთავრობამ, პირველ რიგში ეკონომიკის მინისტრის ლუდვიგ ერხარდის ძალისხმევით და აშშ-ს ფინანსური დახმარებით მოახერხა, რომ 1950 წლისთვის დას. გერმანიის წარმოება ომამდე არსებულ ნიშნულს გაუტოლდა, 1956-ში გაორმაგდა, ხოლო 1962-ში გასამმაგდა.
ყოველივე ამის საწინააღმდეგოდ სსრკ-მ საკუთარი პოლიტიკა დაუპირისპირა. 1947 წლის მიწურულს შეიქმნა გდრ. 1949 წელს მოსკოვში სსრკ-მ, ბულგარეთმა, უნგრეთმა, რუმინეთმა, პოლონეთმა და ჩეხოსლოვაკიამ ხელი მოაწერეს “ეკონომიკური ურთიერთ-დახმარების კავშირის” ხელშეკრულებას; ეს კავშირი უპირისპირდებოდა დას. ევროპის ქვეყნებს და კომუნისტური რეჟიმის ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას გულისხმობდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий