ნაცისტების სახელმწიფო სათავეში მოსვლისთანავე, გერმანიამ დატოვა ერთა ლიგა.ევროპის ლიდერები შეეცადნენ გერმანიისთვის აღმოსავლეთში საბჭოთა კავშირი დაეპირისპირებინათ. 1934 წელს საბჭოთა კავშირი მუდმივი წევრის სტატუსით ერთა ლიგაში მიიღეს. გერმანიამ 1935 წელს საარის მხარეში პლებისციტი ჩაატარა და შეიერთა. 1936 წელს გერმნალებმა დაიკავეს რაინის დემილიტარიზებული ზონა. 1938 წელს გერმანიამ შეიერთა ავსტრია და დიდი გერმანიის შექმნა გამოაცხადა (ე.წ ავსტრიის ანშლუსი). ამ დროს ევროპის ქვეყნები, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთი ე.წ დაშოშმინების პოლიტიკას ანიჭებდნენ უპირატესობას; ანუ ყოველ მხრივ უნდა ეცადათ დათმობებით, მოლაპარაკებებით აეცილებინათ მსოფლიო ომი. ჰიტლერს ეს ხელს აძლევდა. ეს კარგად გამოჩნდა ჩეხოსლოვაკიის კუთვნილ სუდეტის ოლქთან მიმართებაში. ჰიტლერმა იმ მოტივით, რომ სუდეტის ოლქში გერმანულ მოსახლეობას ავიწროებდნენ, ჯერ მისი ცალკე გამოყოფა, ხოლო შემდეგ მისი გერმანიისთვის მიერთება მოითხოვა. 1938 წლის 28 სექტემბერს ოთხი ევროპული ქვეყნის -გერმანიის, ბრიტანეთის, საფრანგეთის და იტალიის ლიდერი ( ჰიტლერი, ჩემბერლენი, დალადიე და მუსოლინი) მიუნხენში შეიკრიბა. აქ ჩემბერლენმა წარმოადგინა მემორანდუმი, რომელიც ფაქტიურად ჰიტლერის მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. ეს მემორანდუმი გააცნეს გვერდზე ოთახში მყოფ ჩეხოსლოვაკიის დელეგაციას და მოსთხოვეს დათანხმება.
ამ მემორანდუმის თანახმად ჩეხოსლოვაკიის ჯარებს ათ დღეში უნდა დაეტოვებინათ სუდეტის ოლქი, ხოლო გერმანიის ჯარები 1-ლი ოქტომბრიდან ეტაპობრივად დაიკავებდნენ დაცლილ ტერიტორიას. ეს შეთანხმება ისტორიაში შესულია “ მიუნხენის გარიგების” სახელით. ინგლისში ჩასულმა ჩემბერლენმა აეროპორტში განაცხადა, - “ მე თქვენ მშვიდობა ჩამოგიტანეთ”, მაგრამ ის მართალი არ აღმოჩნდა. სულ მალე დაიწყო გერმანიის და საბჭოთა კავშირის დაახლოება. ამ ეტაპზე ურთიერთდაპირისპირება არც ერთ მხარეს არ სურდა. იმავდროულად პრეტენზიები ჰქონდათ პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე.
1939 წლის 23 აგვისტოს მოსკოვში დაიდო გერმანია - რუსეთის თავდაუსხმელობის (მოლოტოვ -
37
რიბენტროპის) პაქტი. პაქტის ოფიციალური ნაწილის თანახმად, ამ ქვეყნების წინააღმდეგ წარმოებულ ომში ორივე ქვეყანას უნდა შეენარჩუნებინა ნეიტრალიტეტი. თუმცა პაქტს ახლდა საიდუმლო პუნქტებიც. ამ პუნქტების თანახმად, გერმანიას ერგებოდა დასავლეთ პოლონეთი, ხოლო სსრკ–ს ბესარბია (იმ დროს რუმინეთის ტერიტორია), ფინეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და აღმოსავლეთ პოლონეთი.
Комментариев нет:
Отправить комментарий