ჩინგიზ–ყაენის გარდაცვალების შემდეგ, მონღოლთა იმპერია მისმა შვილებმა და შვილიშვილებმა 4 ნაწილად გაყვეს. ირანი, ავღანეთი, ერაყი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ქურთისტანი და მცირე აზიის აღმ. პროვინციები ჰულაგუ ყაენს ერგო.მისი მემკვიდრეები ილხანის ტიტულს ატარებდნენ, რაც „ ტომის ყაენს“ ნიშნავს, სახელმწიფოს კი ილხანთა სამეფოდ მოიხსენიებენ. საქართველოს მეფეები მათი ვასალები
გახდნენ: ისინი ხარკსაც იხდიდნენ და ომის შემთხვევაში ჯარის გამოყვანაც ევალებოდათ. მალე, ილხანთა სახელმწიფო დაუპირისპირდა ოქროს ურდოს მონღოლურ სახელმწიფოს, რომელიც დას. ციმბირში, რუსეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში იყო გადაჭიმული. მისი ყაენები სამხრეთ კავკასიაში გადასასვლელი უღელტეხილების დაკავებას და სამხრეთ კავკასიის დამორჩილებას ცდილობდნენ. ამ გადმოსასვლელებსა და საზღვრებზე ჯერ კიდევ ჰულაგუ ყაენმა სანგრები, სიბები ააგო; აქ მონღოლთა და ქართველთა გაერთიანებული არმია მორიგეობდა, რომელსაც ჩრდილოეთიდან მოსული მტერი უნდა შეეჩერებინა. აქ ხშირი იყო ეპიდემიები, სწორედ აქ გავრცელებული სენისაგან დაიღუპნენ დავით ულუს უფროსი ვაჟი,
ტახტის მემკვიდრე გიორგი და თავად დავით– ულუ. გარდა ამისა, ჰულგუიდებს ომები ჰქონდათ ეგვიპტის სულთნებთან სირია–პალესტინის გამო.ამ ომებში ხშირად იწვევდნენ ქართველებს; ასევე, წარმართი მონღოლები კავშირს სთავაზობდნენ დას. ევროპის ქვეყნებსაც, თუმცა, ეს კავშირი არ შედგა. XIII-ს–ის ბოლოს ყაზან–ყაენმა ისლამი სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.
1318–1346 წლებში საქართველოში მეფობდა გიორგი V ბრწყინვალე. მან კარგი ურთიერთობა დაამყარა ილხანთა სამეფოს პირველ ემირ (ვეზირ) ჩობან ნოინთან, რომელიც გიორგის ძალიან ენდობოდა და საქართველოდან ხარკის აკრეფაც მონღოლი მოხელის ნაცვლად მას დაავალა. მალე ყაენმა გიორგის მთელი საქართველოს მეფობა დაუმტკიცა (ამ დროს დასავლეთ საქართველოში დავით ნარინის შვილი მეფობდა).
1327 წელს აბუსაიდ ყაენმა პირველი ემირი ჩობანი და მისი ოჯახი ამოწყვიტა. ამით ისარგებლა გიორგიმ და საქართველოში მდგარი მონღოლური რაზმები გარეკა. 1329 წელს გარდაიცვალა დასავლეთ საქართველოს მეფე. გიორგი გადავიდა დასავლეთში, ქუთაისი დაიკავა და საქართველო გააერთიანა.
16
გიორგი ზრუნავდა ქართულ კულტურაზეც. მან ორჯერ გაგზავნა ელჩები ეგვიპტის სულთანთან და მისი თხოვნის საფუძველზე გაუქმდა ქრისტიანებისთვის იერუსალიმში შესვლისას დაწესებული დამამცირებელი წესი-ცხენ-სახედარზე ორივე ფეხის ერთ მხარეს უნდა მსხდარიყვნენ. ქართველებს ნება დართეს იერუსალიმში აეგოთ ტაძარი. მის დროს აშენდა ახალი ეკლესიები და ციხე-ქალაქები, განახლდა ძველები. 1330 წელს რომის პაპის ბრძანებით თბილისში სმირნიდან გადმოიტანეს კათოლიკეთა საეპისკოპოსო. გიორგი ბრწყინვალეს დროს შედგენილ იქნა „ ხელმწიფის კარის გარიგება“, რომელიც სახელმწიფოს მოხელეებისთვის იყო განკუთვნილი და იქ აღწერილია საქართველოს მართვა-გამგეობის სისტემა. მის დროს საქართველოს მთიანეთისთვის შეიქმნა სპეციალური სამართლის კრებული „ძეგლისდება“.
Комментариев нет:
Отправить комментарий