понедельник, 20 июля 2026 г.

ცივი ომის ეპოქის ომები: კორეა, ვიეტნამი, კარიბის კრიზისი, ავღანეთი

 ა)კორეის ომი  

 1945 წლის აგვისტოში სსრკ-მ და აშშ-მ კორეა იაპონელებისგან გაწმინდეს. მათი შეთანხმების თანახმად კორეა 2 ნაწილად ჩრდ. და სამხ. კორეად გაიყო. 

 1950 წლის 25 ივნისს კომუნისტური ჩრდ.კორეის ჯარებმა ქვეყნის გაერთიანების საბაბით სამხრეთ კორეაში ომი დაიწყეს. იმავე დღეს გაერომ სამხ.კორეისთვის დახმარების გაწევის შესახებ რეზოლუცია მიიღო. ომში სამხ. კორეას დახმარებას ნატოს წევრი ქვეყნები უწევდნენ, ჩრდილოეთს კი- ჩინეთი და სსრკ (შეიარაღებით). ორ წელიწადში, ორივე მხრიდან დიდი მსხვერპლის მიუხედავად (2 მლნ.დაღუპული და დაჭრილი) ომი უშედეგოდ დასრულდა და კორეა დღემდე ორ სახელმწიფოდაა გაყოფილი (38-ე პარალელზე). 

 ბ)ვიეტნამის ომი  

 საფრანგეთის ყოფილი კოლონია ვიეტნამი 1954 წლის შემდეგ ორ ნაწილად კომუნისტურ ჩრდილოეთად და სამხრეთ ვიეტნამად გაიყო.1957 წელს სამხ. ვიეტნამში დაიწყო პარტი-ზანული მოძრაობა ვიეტნამის გასაერთიანებლად; 1959 წლიდან პარტიზანების დახმარების საბაბით ჩდ.ვიეტნამის ჯარებმა მათი ლიდერის ხო ში მინის მეთაურობით ომი წამოიწყეს. სამხ.ვიეტნამის მთავრობას აშშ ეხმარებოდა, რომელმაც 1965 წლიდან ვიეტნამში დიდი რაოდენობით ჯარები გადმოისროლა. ჩდ.ვიეტნამს ჩინეთი (სამხედრო ძალით) და სსრკ (შეიარაღებით და სამხედრო მრჩეველებით) ეხმარებოდნენ. აშშ-მ ამ ომში გამოიყენა ქიმიური იარაღი - დეფოლიანტები, რომელიც ტყეების გასაშიშვლებლად და მოწინააღმდეგის ძალების აღმოსაჩენად ფოთოლცვენას იწვევდა. საბოლოოდ ეს ომი აშშ-ს დამარცხებით დასრულდა. აშშ-მ და ჩრდილოეთ ვიეტნამმა 1973 წელს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმად ამერიკულ ჯარებს ვიეტნამი უნდა დაეტოვებინათ. თუმცა უკანასკნელმა ამერიკელმა ჯარისკაცმა მხოლოდ 1975  წლის აპრილში დატოვა სამხ.ვიეტნამი. ვიეტნამი გაერთიანდა. ომი დასრულდა მასში მონაწილე ქვეყნების დიდი ზარალით (აშშ-მ დაკარგა 58 ათასი ადამიანი, სამხ.ვიეტნამმა - 250 000, ხოლო ჩდ. ვიეტნამმა 1მლნ.ადამიანი). 

 გ)კარიბის კრიზისი  

 ”ცივი ომის” კულმინაცია იყო ე.წ. „კარიბის კრიზისი“. 1959 წელს კუბაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და ქვეყნის სათავეში რევოლუციის ლიდერი ფიდელ კასტრო მოვიდა. მან კუბაში აშშ-ს კომპანიების ქონების ნაციონალიზაცია (სახელმწიო საკუთრებაში გადაცემა) დაიწყო, რამაც აშშ-ს გაღიზიანება გამოიწვია და კუბა 1962 წ-ს ამერიკული სახელმწიფოების ორგანიზაციიდან გარიცხეს. ამის საწინააღმდეგოდ ფ. კასტრომ სსრკ-სთან დაახლოება დაიწყო. 1962 წლისთვის ნატოს წევრ თურქეთში,  რომელიც სსრკ-ს მეზობელი იყო დიდი რაოდენობით ატომური რაკეტები იყო განლაგებული. ამის საპასუხოდ სსრკ-ს სახელმწიფოს ლიდერმა ნ. ხრუშჩოვმა კუბაში, ამერიკის სანაპიროებთან ატომური რაკეტები განათავსებინა. 1962 წელს აგვისტოში სსრკ-მ კუბის ტერიტორიაზე საიდუმლოდ დაიწყო სამჭოთა ატომური რაკეტების განლაგება და სამხედრო დანაყოფების გადასხმა. იმავე წელს ოქტომბერში  

ამერიკულმა სადაზვერვო თვითმრფინავმა ეს რაკეტები დააფიქსირა. ამოქმედების შემთხვევაში ისინი

44 

მთელი ამერიკის ტერიოტორიას დაფარავდნენ. პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ გადაწყვიტა კუბის სამხედრო ბლოკადის დაწყება. 200-მდე ამერიკულმა გემმა კუბას ალყა შემოარტყა. პარალელურად კენედიმ ნ. ხრუშჩოვს მოსთხოვა რაკეტების დემონტაჟი. სსრკ-ს მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში აშშ ატომური ომის დაწყებით დაიმუქრა. ატომური ომი ყოველ წუთს შეიძლებოდა დაწყებულიყო. 10 დღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 28 ოქტომბერს აშშ და სსრკ შეთანხმდნენ, რომ საბჭოთა კავშირი დაუყოვნებლივ დაიწყებდა რაკეტების დემონტაჟს და კუბიდან გატანას, აშშ კი საზღვაო ალყას მოხსნიდა და არ ეცდებოდა კუბის დაპყრობას. 1962 წლის ნოემბერში ეს ხელშეკრულება შესრულდა. გარდა ამისა აშშ-მ ატომური რაკეტები გაიტანა თურქეთიდანაც. 

 დ)ავღანეთის ომი  

 1973 წელს ავღანეთში მონარქია დაემხო. სახელმწიფოს სათავეში გენერალი დაუდ ხანი მოვიდა. 1978  წელს აპრილში სსრკ-ს დახმარებით ავღანეთში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და სათავეში სოციალისტური მთავრობა მოვიდა. თუმცა სოციალისტურმა გარდაქმნებმა მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია და სამოქალაქო ომი დაიწყო,რომელსაც ავღანელი მოჯაჰიდები (არაბ. წმინდა საქმისთვის მებრძოლი - მუსლიმური სარწმუნოებისთვის მებრძოლები) ხელმძღვანელობდნენ. გარდა ამისა, სსრკ-ში თვლიდნენ , რომ სახელმწიფო მეთაური ჰაზიფულა ამინი ამერიკასთან დაახლოებას ცდილობდა. ყოველივე ამის გამო, 1979 წლის ბოლოს საბჭოთა ჯარები ავღანეთში შეიჭრნენ. ამინი ჩამოაგდეს და სსრკ სთვის მისაღები პიროვნება ბაბრაქ ქარმალი დანიშნეს. ომი 10 წელი გაგრძელდა. ერთ მხარეს მონაწილეობდა ავღანეთის სოც. მთავრობის და სსრკ-ს ჯარები, ხოლო მეორე მხარეს ავღანელი მოჯაჰიდები, რომლებსაც სამხედრო და ფინანსურ დახმარებას აშშ, საუდის არაბეთის, პაკისტანი, ჩინეთი და ირანი უწევდა. ეს ომი 1989 თებერვლამდე გაგრძელდა. ომში მონაწილეობა მიიღო 500 000 სამჭოთა და 300 000-ზე მეტმა ავღანელმა ჯარისკაცმა ერთი მხრივ და 200 000-მდე მოჯაჰიდმა. ომი საბოლოოდ საბჭოთა ჯარების ავღანეთის დატოვებით დასრულდა.1992 წელს კი მოჯაჰიდებმა დაამარცხეს ავღანეთის მთავრობის ჯარები. ავღანეთის ომით ”ცივი ომი” დასრულდა . 


Комментариев нет:

Отправить комментарий