60–იანი წლებიდან სსრკ-ში დაიწყო ე.წ “დისიდენტური” ანუ სხვაგვარად მოაზროვნეთა მოძრაობა. ამ მოძრაობაში გაერთიანებულნი იყვნენ სხვადასხვა მრწამსის ადამიანები - კომუნისტებიდან დაწყებული ლიბერალებით დამთავრებული. ყველა მათგანს აერთიანებდა ერთი რამ, სწრაფვა სსრ კავშირის დემოკრატიზაციისკენ. დისიდენტური მოძრაობის გაძლიერებას ხელს უწყობდა ის რადიოსადგურები - “თავისუფლება”, “ამერიკის ხმა”, “ბი-ბი-სი ”, “გერმანული ტალღა” და ა.შ., რომლებიც საზღვარგარეთულ და საბჭოთა კავშირის ხალხთა ენებზე მაუწყებლობდნენ და საბჭოთა ხალხს ობიექტურ ინფორმაციას აწვდიდნენ. ამავე დროს დაიწყო ე.წ “სამიზდატის” ისტორია. საბეჭდ მანქანებზე იბეჭდებოდა და ხალხში ვრცელდებოდა აკრძალული ლიტერატურა. დისიდენტური მოძრაობის ლიდერები იყვნენ :აკადემიკოსი ა.სახაროვი, მწერალი ა. სოლჟენიცინი, კ. ბუკოვსკი და სხვები. ამ მოძრაობის გაქტიურებაში დიდი როლი ითამაშა ჰელსინკის შეკრებამ, სადაც სსრკ-მ აიღო
46
ვალდებულება, რომ ადამიანთა უფლებებს დაიცავდა. “ჰელსინკის” ჯგუფები ჩამოყალიბდა - რუსეთში, უკრაინაში, საქართველოში, სომხეთში და ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში.
ქართული ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ფიგურები იყვნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. 1974 წელს მათი თაოსნობით შეიქმნა ადამიანთა და ერის უფლებათა დამცავი ორგანიზაცია - “ადამიანის უფლებათა საინიციატივო ჯგუფი”. 1975 წელს თბილისში “სამიზდატის” ლიტერატურულ - პუბლიცისტური ჟურნალი “ ოქროს საწმისი” (რედ.ზვიად გამსახურდია) გამოვიდა. ამ ჟურნალში იბეჭდებოდა აკრძალული ლიტერატურული ნაწარმოებები, პუბლიცისტური წერილები ქართული ენისა და კულტურის დევნაზე. 1976 წლიდან ზ. გამსახურდიას და მ. კოსტავას რედაქტორობით გამოვიდა კიდევ ერთი ჟურნალი “საქართველოს მოამბე”, რომელშიც საბჭოთა მთავრობისთვის არასასურველი ინფორმაციები იბეჭდებოდა. იმავე წელს ამ ადამიანების ინიციატივით ჩამოყალიბდა ჰელსინკის ჯგუფი, მაგრამ მალე ზ. გამსახურდია და მ. კოსტავა დააპატიმრეს და სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
1978 წელს გამოქვეყნდა საქართველოს სსრ კონსტიტუციის პროექტი, რომელიც საქართველოს სსრ უზენაეს საბჭოს უნდა დაემტკიცებინა. ადრინდელი კონსტიტუცი - ისგან განსხვავებით პროექტში აღარ იყო მუხლი საქ. სსრ სახელმწიფო ენის შესახებ, სადაც ეწერა, რომ ქართული ენა სახელმწიფო ენა იყო. ამ ფაქტმა ქართული საზოგა-დოების, განსაკუთრებით სტუდენტების პროტესტი გამოიწვია და 14 აპრილს, უზენაესი საბჭოს მიმდინარეობის დღეს, პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე გრანდიო-ზული დემონსტრაცია გაიმართა. ვითარება განიმუხტა მას შემდეგ, რაც საქართველოს კომპარტიის ცკ-ს I მდივანმა ე. შევარდნაძემ დაარწმუნა მოსკოვის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგნელები, რომ ამ მუხლის აღდგენა აუცილებელი იყო.
1985 წელს სსრკ კომპარტიის გენერალური მდივანი გახდა, ახალგაზრდა რეფორმატორი, მიხეილ გორბაჩოვი. მისი და მისი გუნდის ლოზუნგები იყო: “ახალი პოლიტიკური აზროვნება”, “ გარდაქმნა”, “საჯაროობა” და “პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაცია”. მათ აღიარეს, რომ ქვეყანაში უამრავი პრობლემა იყო, მათ შორის ადამიანთა უფლებების მხრივაც. მ. გორბაჩოვმა ნახევარი მილიონი ჯარისკაცით შეამცირა საბჭოთა არმია და განაცხადა, რომ სახელმწიფო მილიტარისტული ეკონომიკიდან განიარაღებაზე გადავიდოდა. მანვე მოკავშირე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებს განუცხადა, რომ აღარ აპირებდა მათ შინაურ საქმეებში ჩარევას და მათ თავად უნდა აერჩიათ განვითარების საკუთარი გზა. ამან გამოიწვია ის რომ, აღმოსავლეთ
ევროპის ქვეყნებში დემოკრატიული გარდაქმნის ხანა დაიწყო. შეიცვალა კომინუსტური რეჟიმები. 1989 წელს დაინგრა ბერლინის კედელი.
“გარდაქმნის” პოლიტიკამ საბჭოთა კავშირში ეროვნული მოძრაობის გააქტიურება გამოიწვია. დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაიწყო გამოსვლები საქართველოში, ესტო-ნეთში, ლიტვაში, ლატვიაში, აზერბაიჯანში და სხვა. 1989 წლის გაზაფხულზე მთავრობის სახლის წინ მიმდინარეობდა მიტინგი, დამოუკიდებლობის მოთხოვნით. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარმა დაარბია მომიტინგეები. დარბევის დროს 16 ადამიანი დაიღუპა. ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა მთელ მსოფლიოში.
47
1990 წელს საბჭოთა რესპუბლიკებში უმაღლესი ორგანოების არჩევნები ჩატარდა და მთელ რიგ რესპუბლიკებში ხელისუფლების სათავეში ეროვნული მოძრაობის წარმომად-გენლები, ყოფილი დისიდენტები მოვიდნენ. მოსკოვში უკვე ვეღარ აკონტროლებდნენ შექმნილ სიტუაციას. 1991 წელს დეკემბერში რუსეთის, უკრაინის და ბელორუსიის პირველი პირების შეხვედრაზე საბჭოთა კავშირი დაშლილად გამოცხადდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий