понедельник, 20 июля 2026 г.

სსრკ 20-30 - იან წლებში

  რუსეთში, ბოლშევიკების სახელმწიფო სათავეში მოსვლის შემდეგ სამოქალაქო ომი 2 წელს გაგრძელდა.  შემდეგ შეიქმნა სსრკ (1922 წ.). მიუხედავად პოლიტიკური წარმატებებისა, ბოლშევიკების ხელში  ეკონომიკურად დაუძლურებული ქვეყანა აღმოჩნდა. საჭირო იყო ახალი გზების ძიება; ამიტომ რათა ქვეყანა მომძლავრებულიყო, ლენინი იძულებული გახდა, მცირე დოზით კერძო საკუთრება დაეშვა. ახალ ეკონომიკურ პოლიტიკას ისტორიაში მოიხსენიებენ, როგორც “ნეპს” (Новая экономическая политика). ის გაგრძელდა 1927 წლამდე. ნეპის დროს შეიცვალა შემდეგი: სასუსართო გაწერა შეიცვალა სასურსათო გადასახადით; ქალაქსა და სოფელს შორის, პროდუქციის გაცვლის ნაცვლად, ურთიერთობის ახალი ძირითადი ფორმა ვაჭრობა გახდა; მსხვილი და საშუალო წარმოება სახელმწიფოს ხელში დარჩა, მაგრამ

35 

წვრილ წარმოებაში შეიძლებოდა კერძო ბიზნესი; დაუშვეს სასოფლო-სამეურნეო მიწების იჯარით აღება და იქ დაქირავებული შრომის გამოყენება; სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ დაუშვეს კერძო ვაჭრობის განვითარება; შეიქმნა შრომის ბირჟები, საიდანაც ხდებოდა საწარმოების მუშა ხელით მომარაგება;  გაუქმდა უფასო სახელმწიფო მომსახურება. 1927 წლისთვის კომუნისტური პარტიის შიგნით ბრძოლა ძალაუფლებისთვის დასრულდა. კომუნისტების ელიტა ძირითადად ტროცკისა და სტალინის ირგვლივ დაჯგუფდა. გაიმარჯვა სტალინის დაჯგუფებამ, რომელსაც ქვეყნის განვითარების საკუთარი სტრატეგია ჰქონდა. ქვეყანაში ყველა სფერო, განსაკუთრებით ეკონომიკა, წინასწარ უნდა დაგეგმილიყო. 1928 წლიდან შეიქმნა ე.წ “ხუთწლიანი გეგმების სისტემა”. საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად კურსად ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია გამოცხადდა. ეს ნიშნავდა ახალი ფაბრიკა- ქარხნების მშენებლობას, ტრანსპორტის,  

განსაკუთრებით სარკინიგზოს გაძლიერებას. პრი -ორიტეტული გახდა მძიმე მრეწველობის დარგები.  სამრეწველო პროდუქციის 95%-ს სახელმწიფო საწარმოები უშვებდნენ. 30-იან წლებში სსრკ-ს ეკონომიკური ზრდის ტემპები გერმანიის ანალოგიური იყო: სსრკ-ში - 4.4%, ხოლო გერმანიაში - 4.6% და უსწრებდა ინგლისს, აშშ-ს და საფრანგეთს. ტემპების გასაზრდელად 1933 წელს კომპარტიამ მოიგონა,  სოციალისტური შეჯიბრების სისტემა, როცა ცალკეული მშრომელები ან მთელი საწარმოები ხუთწლიანი გეგმის გადაჭარბებით შესრულებაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ და ამისთვის მცირე პრემიით ან წითელი დროშით ჯილდოვდებოდნენ. 

 ინდუსტრიალიზაციის დროს საქართველოში ამუშავდა ზესტაფონის ფერო - მანგანუმის ქარხანა,  გაიზარდა მანგანუმის და ქვანახშირის მოპოვება ( ჭიათურასა და ტყიბულში), მეტი ინტენსივობით ამუშავდა ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, აიგო ჰიდრო -ელექტროსადგურები - ზაჰესი (მტკვარზე), რიონჰესი და ა.შ 

 საშინაო პოლიტიკის მეორე ძირითადი კურსი იყო - კოლექტივიზაცია. 20- იან წლებში სსრკ-ს სოფლის მოსახლეობა შედგებოდა მდიდარი ( კულაკი ), საშუალო და ღარიბი გლეხობისგან. 1927 წლიდან საბჭოთა ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი კურსი შეიმუშავა. ინდივიდუალური საგლეხო მეურნეობები კოლექტიურ საგლეხო მეურნეობებში - კოლმეურნეობებში უნდა გაერთიანებულიყვნენ. გლეხს საკუთრებაში უმნიშვნელო ნაწილი რჩებოდა. სოფლად კერძო საკუთრება იცვლებოდა კოლექტიური საკუთრებით, რომლის განმგებელი ფორმალურად თავად კოლექტივი, ფაქტიურად კი სახელმწიფო იყო. 1929 - 1938 წლებში 250 ათასი კოლმეურნეობა შეიქმნა. ვინც ამ პროცესს შეეწინააღმდეგებოდა, მათ კულაკებად აცხადებდნენ - ხვრეტდნენ ან ასახლებდნენ. განკულაკების პერიოდში 15 მილიონი ადამიანი დაიღუპა. 1932-33 წლები მოუსავლიანი იყო. მარცვლეულის ის რაოდენობა რაც უკრაინაში მოვიდა, გლეხობას ჩამოართვეს და ამით შიმშილობა გამოიწვიეს. ამ დროს 7  მილიონი ადამიანი დაიღუპა. თუმც სოფლის კოლექტივიზაციით, საბჭოთა ხელისუფლებამ ქალაქის მოსახლეობისა და არმიის პროდუქტებით სტაბილური მომარაგების და სამრეწველო საწარმოების ნედლეულით მომარაგების პრობლემა გადაჭრა. სწორედ ამ დროს საქართველოში აღორძინდა სოფლის მეურნეობის დარგები: მევენახეობა, მესიმინდეობა; კოლხეთის ჭაობის დაშრობის შემდეგ აქ გაშენდა ჩაისა და ციტრუსების პლანტაციები.  

 საბჭოთა ხელისუფლებამ ახალი რეალობებიდან გამომდინარე მიიღო ახალი კონსტიტუცია (1936 წ), რომელმაც სახელმწიფო მართვის ძირითად ორგანოდ მშრომელ - დეპუტატთა საბჭოები, ხოლო ეკონომიკის საფუძვლად სახელმწიფო და კოლექტიური საკუთრება გამოაცხადა. 

36 

 ჯერ კიდევ 20- იან წლებში დაწყებული სხვაგვარად მოაზროვნეების წინააღმდეგ რეპრესიები 30- იან  წლებში გაიზარდა. შეიქმნა შრომა გასწორების ბანაკების ქსელი -“გულაგი”. ეს ბანაკები 1930 წლებამდეც არსებობდა, მაგრამ ამ წელს ისინი ახლად შექმნილი სახელმწიფო სამმართველოს “გულაგს”(  Государственное управление лагерями) დაექვემდებარა. სსრკ-ში ორასამდე გულაგი არსებობდა. გულაგში ასახლებდნენ: ბურჟუაზიას, მემამულეებს, სამღვდელოებას, გლეხობას, ინტელიგენციას. 20-30 იან წლებში მთელ საბჭოთა კავშირში, მათ შორის საქართველოში, დაინგრა ან გადაკეთდა მრავალი საკულტო ნაგებობა: ეკლესიები, სინაგოგები, მეჩეთები და ა.შ. კომპარტიამ (სტალინმა) წმენდა საკუთარი პარტიიდან დაიწყო. ამის მიზანი იყო ახალგაზრდა კადრების დაწინაურება, რომლებიც სატლინის მიერ დასახულ ნებისმიერ ამოცანას გადაჭრიდნენ. ხალხის მტრებად გამოცხადდნენ კომპარტიის ლიდერები: ტროცკი,  კამენევი, ზინოვიევი, ბუხარინი, რიკოვი და ა.შ. ამას მოჰყვა ჩვეულებრივი მოქალექეების გადასახლებები და დახვრეტები. ხალხის მტრებს და მათ ოჯახის წევრებს შუა აზიასა და ციმბირში, გადასახლებაში აგზავნიდნენ . 1936-38 წლებში ოფიციალური მონაცემებით, 700 ათასამდე ადამიანი დახვრიტეს. დიდმა  რეპრესიებმა საქართველოში შეიწირა: მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი, ლიტერატორი ვახტანგ კოტეტიშვილი, პოეტები - ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ნიკოლო მიწიშვილი, დირიჟორი ევგენი მიქელაძე, რეჟისორი სანდრო ახმეტელი, მხატვარი პეტრე ოცხელი და სხვები; ასევე კომპარტიის ლიდერები: მამია ორახელაშვილი, ბუდუ მდივანი და სხვ. ამ დროს საქართველოს კომპარტიის პირველი მდივანი იყო ლავრენტი ბერია. 


Комментариев нет:

Отправить комментарий