понедельник, 20 июля 2026 г.

თურქ-სელჩუკები საქართველოში

 XI ს- ში ახლო აღმოსავლეთში ახალი ხალხი გამოჩნდა. ესენი თურქ-სელჩუკები იყვნენ.  სელჩუკთა სახელწოდება მათ თავისი მეთაურის, სელჩუკის სახელიდან მიიღეს.ეს ტომები ჯერ ცენტრალური აზიის სტეპების და შემდეგ კი შუა აზიის საძოვრების კრიზისმა მოიყვანა. სულთან  თოღრულ-ბეგის (1038-1063) დროს მათ დაიპყრეს ირანი,ერაყი,ქურთისტანი და ამიერკავკასიაში შემოიჭრნენ. 1055 წელს თოღრულ-ბეგმა დაიპყრო არაბთა სახალიფოს დედაქალაქი ბაღდადი და ხალიფამ სულთნად დალოცა.თურქ-სელჩუკთა ლაშქრობები მომდევნო ორი სულთნის ალფ არსლანის (1063-1072) და მისი ვაჟის მალიქ-შაჰის (1072-1092) დროსაც გაგრძელდა. ალფ არსლანმა საქართველოში ორჯერ ილაშქრა 1064 და 1067 წლებში. ამ დროს საქართველოს მეფე ბაგრატ IV იყო, რომელმაც დამარცხების მიუხედავად ხარკი არ იკისრა. 

ბაგრატ IV -ის შემდეგ, ტახტზე მისი ვაჟი გიორგი II ავიდა. 1074 წელს ფარცხისთან განძის ათაბაგი დაამარცხა. თუმცა ის სუსტი მმართველი გამოდგა. XIს-ის 80-იან წლებში (1080 წელს)  საქართველოში დაიწყო ე.წ „დიდი თურქობა“. თურქული ტომები ყოველ წელს, 

12 

გაზაფხულიდან ზამთრის დადგომამდე თარეშობდნენ და მოსახლეობას სარჩოს ართმევდნენ.  განსაკუთრებით დამძიმდა სიტუაცია მას შემდეგ, რაც მათ აქ დასახლება დაიწყეს. მომთაბარე თურქები სამეურნეოდ ვარგის მიწებს საძოვრებად იყენებდნენ, რაც ადგილობრივი მიწათმოქმედი მოსახლეობის გაღატაკებას იწვევდა. ისინი იძულებულები იყვნენ სხვაგან ეძებნათ თავშესაფარი. საქართველოს სამხრეთი ქართველებისგან დაიცალა. თურქების წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელი იყო და 1083 წელს გიორგი II ეახლა მალიქ-შაჰს. მან ხარკის საფასურად ზავი და მშვიდობა ითხოვა. 


Комментариев нет:

Отправить комментарий