воскресенье, 26 июля 2026 г.

ნატო და ვარშავის პაქტის ქვეყნები

  1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში აშშ-, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ ნიდერლანდებმა, პორტუგალიამ, ლუქსემბურგმა, ბელგიამ, ნორვეგიამ, დანიამ და ისლანდიამ ხელი მოაწერეს ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, ნატოს შექმნას (NATO-The North  Atlantic Treaty Organization). ორგანიზაციის შტაბ-ბინა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მდებარეობს. მოგვიანებით ალიანსს შეუერთდნენ საბერძნეთი, თურქეთი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ესპანეთი. სოციალისტური ბანაკის დაშლის შემდეგ მას შეუერთდნენ ჩეხეთი,პოლონეთი,უნგრეთი, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ბულგარეთი, მოგვიანებით ხორვატია და ალბანეთი. ნატოს თავდაპირველი მიზანი იყო ერთიანი ძალებით სსრკ-სგან მოსალოდნელი სამხედრო აგრესიის თავიდან აცილება. ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ ორგანიზაციის ნებისმიერ წევრ ქვეყანაზე თავდასხმა განიხილება, როგორც ყველაზე თავდასხმა.  

 1955 წელს ნატოს საპასუხოდ სოციალისტური ბანაკის ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ვარშავის პაქტს. ამ პაქტს ხელი მოაწერეს სსრკ-, ალბანეთმა, ბულგარეთმა, ჩეხოსლოვაკიამ, გდრ-, უნგრეთმა, პოლონეთმა და რუმინეთმა. მოგვიანებით სსრკ-სთან ურთიერთობის გაუარესების გამო, პაქტიდან გამოვიდა ალბანეთი. ამ პაქტის ძირითადი მიზანი იყო, ნატოს ალიანსიდან მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილება. ასე შეიქმნა ევროპაში ორი ურთიერთდაპირისპირებული სამხედრო ბლოკი, თუმცა ომამდე საქმე არ მისულა. 90-იან წლებში კომუნისტური ბანაკის დაშლის შემდეგ, 1991 წელს ვარშავის პაქტმა არსებობა შეწყვიტა და მისი წევრების დიდი ნაწილი ნატოს შეუერთდა


სამხედრო ისტორიის ბლოგი: თბილისიდან ნაპოლეონის სასახლემდე

სამხედრო ისტორიის ბლოგი: თბილისიდან ნაპოლეონის სასახლემდე: მამლუქ რუსტამის მემუარები მოგვითხრობენ "ეს ლაჩრის წერილია, დაუყოვნებლივ დაწვით და არასოდეს ახსენოთ მისი სახელი ჩემთან"...

понедельник, 20 июля 2026 г.

საქართველო და მსოფლიო თანამეგობრობა

  1992 წლის 31 ივლისს საქართველო გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) 179 - ე წევრი. გაერო მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე 1945 წლის 26 ივნისს შეიქმნა. საქართველო თანამშრობლობს გაეროს დაქვემდებარებაში მყოფ სხვადასხვა ორგანიზაციებთან - უნისეფთან ((Unicef  - გაეროს ბავშვთა ფონდი), გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან, გაეროს განვითარების პროგრამასთან და იუნესკოსთან ((Unesco - გაეროს საგანმანათლებლო სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაცია).  

 1998 წლის 27 აპრილს საქართველო გახდა, ევროპის საბჭოს 41 - ე წევრი, ეს ორგანიზაცია 47  სახელმწიფოს აერთიანებს. საქართველოს ევროპის საბჭოში მიღების დროს, საქართველოს

48 

პარლამენტის თავმჯდომარემ ზ. ჟვანიამ წარმოსთქვა ისტორიული ფრაზა: “მე ვარ ქართველი,  მაშასადამე ვარ ევროპელი”. 

 1995 წელს შეიქმნა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, რომლის მიზანს გლობალური სავაჭრო კანონების დაწესება და მის წევრ ქვეყნებს შორის სადავო ეკონომიკური საკითხების მოგვარება წარმოადგენს. 2000 წელს საქართველო ამ ორგანიზაციის სრულ-უფლებიანი წევრი გახდა. 

 1975 წელს ჰელსინკში დაფუძნებულ ორგანიზაციას, 1995 წლიდან ეუთო (ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაცია) ეწოდა. ამ ორგანიზაციაში საქართველო 1992 წლიდან გაწევრიანდა.  

 საქართველოს თანამშრომლობს ევროკავშირთან და ნატოსთან, რომელთა წევრიც არ არის. 

 ევროკავშირი აერთიანებს ევროპის 27 ქვეყანას. ის წარმოადგენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაერთიანებას. რაც გგულისხმობს მასში შემავალი ერების საერთო მოქალაქეობას, მათ თავისუფალ გადაადგილებას ევროკავშირი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, საერთო საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის წარმოებას, მჭიდრო თანამშრომლობას სამართლებრივ და ეკონომიკურ სფეროებში, რისი მთავარი პირობაც საერთო ვალუტა - ევროა. 1996 წელს საქართველომ ხელი მოაწერა, “საშუალედო  

შეთანხმებას”, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. 2006 წელს - სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, საქართველო - ევროკავშირის სამოქმედო გეგმას.  

 1997 წ. ნატოსთან შეიქმნა ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭო და საქართველო მისი ერთ ერთი დამფუძნებელი გახდა. 2004 წლის 29 ოქტომბერს ნატოს უმაღლესმა ორგანომ ჩრდილო ატლანტიკურმა საბჭომ დაამტკიცა საქართველოს “ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმა”.


საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა

  1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები, რომლის შედეგადაც უზენაეს საბჭოში უმრავლესობა ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საარჩევნო ბლოკმა “მრგვალი მაგიდა - თავისუფალმა საქართველომ” მიიღო. ზვიად გამსახურდია უზენაესი საბჭოს თავჯდომარედ აირჩიეს. უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 31 მარტს მოაწყო რეფერენდუმი კითხვაზე:  

თანახმა ხართ თუ არა, საქართველოს დამოუკი-დებლობის აღდგენისა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე? მოსახლეობის 98% დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი. 1991 წლის 9  აპრილს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, ხოლო 26 მაისს ზვიად გამსახურდია პრეზიდენტად იქნა არჩეული.  

 1991 წლის II ნახევარში ზვიად გამსახურდიას მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. საზოგადოების ნაწილი ოპოზიციაში აღმოჩნდა. დეკემბრის ბოლო დეკადაში სამოქალაქო ომი გაჩაღდა. 1992 წლის 6 იანვარს, ზ. გამსახურდია მომხრე-ებთან ერთად იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. ორი თვის მანძილზე ქვეყანას “სამხედრო საბჭო” მართავდა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: ყოფილი პრემიერ მინისტრი თენგიზ სიგუა, თენგიზ კიტოვანი და სამხედრო გაერთიანება “მხედრიონის” ლიდერი, ჯაბა იოსელიანი. 1992 წლის მარტში ქვეყანაში ჩამოვიდა ე. შევარდნძე და სათავეში ჩაუდგა სამხედრო საბჭოს. 

 1993 წელს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის (სამაჩაბლოს) რეგიონს დაემატა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაც, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 

 1995 წლის 24 აგვისტოს მიიღეს საქართველოს კონსტიტუცია. ამავე წელს ჩატარდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს ედუარდ შევარდნაძე. 


ეროვნული მოძრაობები და სსრკ-ს დაშლა

  60–იანი წლებიდან სსრკ-ში დაიწყო ე.წ “დისიდენტური” ანუ სხვაგვარად მოაზროვნეთა მოძრაობა.  ამ მოძრაობაში გაერთიანებულნი იყვნენ სხვადასხვა მრწამსის ადამიანები - კომუნისტებიდან დაწყებული ლიბერალებით დამთავრებული. ყველა მათგანს აერთიანებდა ერთი რამ, სწრაფვა სსრ კავშირის დემოკრატიზაციისკენ. დისიდენტური მოძრაობის გაძლიერებას ხელს უწყობდა ის რადიოსადგურები - “თავისუფლება”, “ამერიკის ხმა”, “ბი-ბი-სი ”, “გერმანული ტალღა” და ა.შ., რომლებიც საზღვარგარეთულ და საბჭოთა კავშირის ხალხთა ენებზე მაუწყებლობდნენ და საბჭოთა ხალხს ობიექტურ ინფორმაციას აწვდიდნენ. ამავე დროს დაიწყო ე.წ “სამიზდატის” ისტორია. საბეჭდ მანქანებზე იბეჭდებოდა და ხალხში ვრცელდებოდა აკრძალული ლიტერატურა. დისიდენტური მოძრაობის ლიდერები იყვნენ :აკადემიკოსი ა.სახაროვი, მწერალი ა. სოლჟენიცინი, კ. ბუკოვსკი და სხვები. ამ მოძრაობის გაქტიურებაში დიდი როლი ითამაშა ჰელსინკის შეკრებამ, სადაც სსრკ-მ აიღო

46 

ვალდებულება, რომ ადამიანთა უფლებებს დაიცავდა. “ჰელსინკის” ჯგუფები ჩამოყალიბდა - რუსეთში, უკრაინაში, საქართველოში, სომხეთში და ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში.  

 ქართული ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ფიგურები იყვნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ  კოსტავა. 1974 წელს მათი თაოსნობით შეიქმნა ადამიანთა და ერის უფლებათა დამცავი ორგანიზაცია - “ადამიანის უფლებათა საინიციატივო ჯგუფი”. 1975 წელს თბილისში “სამიზდატის”  ლიტერატურულ - პუბლიცისტური ჟურნალი “ ოქროს საწმისი” (რედ.ზვიად გამსახურდია) გამოვიდა. ამ ჟურნალში იბეჭდებოდა აკრძალული ლიტერატურული ნაწარმოებები, პუბლიცისტური წერილები ქართული ენისა და კულტურის დევნაზე. 1976 წლიდან ზ. გამსახურდიას და მ. კოსტავას რედაქტორობით გამოვიდა კიდევ ერთი ჟურნალი “საქართველოს მოამბე”, რომელშიც საბჭოთა მთავრობისთვის არასასურველი ინფორმაციები იბეჭდებოდა. იმავე წელს ამ ადამიანების ინიციატივით ჩამოყალიბდა ჰელსინკის ჯგუფი, მაგრამ მალე ზ. გამსახურდია და მ. კოსტავა დააპატიმრეს და სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 

 1978 წელს გამოქვეყნდა საქართველოს სსრ კონსტიტუციის პროექტი, რომელიც საქართველოს სსრ უზენაეს საბჭოს უნდა დაემტკიცებინა. ადრინდელი კონსტიტუცი - ისგან განსხვავებით პროექტში აღარ იყო მუხლი საქ. სსრ სახელმწიფო ენის შესახებ, სადაც ეწერა, რომ ქართული ენა სახელმწიფო ენა იყო. ამ ფაქტმა ქართული საზოგა-დოების, განსაკუთრებით სტუდენტების პროტესტი გამოიწვია და 14 აპრილს, უზენაესი საბჭოს მიმდინარეობის დღეს, პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე გრანდიო-ზული დემონსტრაცია გაიმართა. ვითარება განიმუხტა მას შემდეგ, რაც საქართველოს კომპარტიის ცკ-ს I მდივანმა ე. შევარდნაძემ დაარწმუნა მოსკოვის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგნელები, რომ ამ მუხლის აღდგენა აუცილებელი იყო.  

 1985 წელს სსრკ კომპარტიის გენერალური მდივანი გახდა, ახალგაზრდა რეფორმატორი, მიხეილ გორბაჩოვი. მისი და მისი გუნდის ლოზუნგები იყო: “ახალი პოლიტიკური აზროვნება”, “  გარდაქმნა”, “საჯაროობა” და “პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაცია”. მათ აღიარეს, რომ ქვეყანაში უამრავი პრობლემა იყო, მათ შორის ადამიანთა უფლებების მხრივაც. მ. გორბაჩოვმა ნახევარი მილიონი ჯარისკაცით შეამცირა საბჭოთა არმია და განაცხადა, რომ სახელმწიფო მილიტარისტული ეკონომიკიდან განიარაღებაზე გადავიდოდა. მანვე მოკავშირე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებს განუცხადა, რომ აღარ აპირებდა მათ შინაურ საქმეებში ჩარევას და მათ თავად უნდა აერჩიათ განვითარების საკუთარი გზა. ამან გამოიწვია ის რომ, აღმოსავლეთ 

ევროპის ქვეყნებში დემოკრატიული გარდაქმნის ხანა დაიწყო. შეიცვალა კომინუსტური რეჟიმები.  1989 წელს დაინგრა ბერლინის კედელი. 

 “გარდაქმნის” პოლიტიკამ საბჭოთა კავშირში ეროვნული მოძრაობის გააქტიურება გამოიწვია.  დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაიწყო გამოსვლები საქართველოში, ესტო-ნეთში, ლიტვაში,  ლატვიაში, აზერბაიჯანში და სხვა. 1989 წლის გაზაფხულზე მთავრობის სახლის წინ მიმდინარეობდა მიტინგი, დამოუკიდებლობის მოთხოვნით. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარმა დაარბია მომიტინგეები. დარბევის დროს 16 ადამიანი დაიღუპა. ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა მთელ მსოფლიოში.

47 

 1990 წელს საბჭოთა რესპუბლიკებში უმაღლესი ორგანოების არჩევნები ჩატარდა და მთელ რიგ რესპუბლიკებში ხელისუფლების სათავეში ეროვნული მოძრაობის წარმომად-გენლები, ყოფილი დისიდენტები მოვიდნენ. მოსკოვში უკვე ვეღარ აკონტროლებდნენ შექმნილ სიტუაციას. 1991 წელს დეკემბერში რუსეთის, უკრაინის და ბელორუსიის პირველი პირების შეხვედრაზე საბჭოთა კავშირი დაშლილად გამოცხადდა. 


უძრაობის ეპოქა საბჭოთა კავშირში

  1953 წლის 5 მარტს იოსებ სტალინი გარდაიცვალა. სახელმწიფოს სათავეში ნიკიტა ხრუშოვი მოვიდა. მის დროს გულაგებიდან გამოუშვეს პატიმრები. სტალინის “კულტი” დაგმობილ იქნა. ამ პერიოდს ისტორიაში “დათბობის ხანა” ეწოდება. თუმცა ეს არ ნიშნავდა დემოკრატიზაციას. 9 მარტს თბილისში დემონსტრანტები, რომელიც იოსებ სტალინის გარდაცვალების თარიღს აღნიშნავდნენ დახვრიტეს; ასევე1956 წ. საბჭოთა ტანკები შეიყვანეს უნგრეთში, რომლის მთავრობა შეეცადა,  

დემოკრატიული რეფორმები განეხორციელებინა. სწორედ ხრუშოვის სახელს უკავშირდება, “კარიბის კრიზისი”. 1964-1982 წწ საბჭოთა კავშირს ლეონიდ ბრეჟნევი მართავდა. სწორედ ამ პერიოდს ეწოდა “უძრაობის ხანა”, რადგან რეალურად ცხოვრების არცერთი სფერო, მრეწველობა და სოფლის მეურნეობა არ ვითარდებოდა. პირიქით მისი მმართველობის ბოლო პერიოდში დაღმასვლაც კი დაიწყო. 80-იანი წლების დასაწყისში ქვეყანა უკვე სურსათის ნაკლებობას განიცდიდა. 

 საგარეო პოლიტიკაში სსრკ განაგრძობდა აგრესიულ საგარეო პოლიტიკას, რაც “ბრეჟნევის  დოქტრინაში” გამოიხატა. ამ დოქტრინის მიხედვით, მოსკოვს არ უნდა დაეშვა აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ქვეყნების დემოკრატიზაცია; ამიტომ უნდა ჩარეულიყო მათ საშინაო საქმეებში. ასე

45 

მოხდა 1968 წელს, როცა ჩეხოსლოვაკიის მთავრობა შეეცადა ქვეყნის დემოკრატიზაციას და ქვეყანაში ანტისაბჭოთა გამოსვლები დაიწყო. სსრკ–მ ტანკები შეიყვანა ამ ქვეყანაში და ეს გამოსვლები სისხლში ჩაახშო. 

 მიუხედავად ასეთი პოლიტიკისა, აშშ შეეცადა დაეწყო მოლაპარაკებები სსრკ-სთან. 1972 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა და ბრეჟნევმა, ქ. მოსკოვში ხელი მოაწერეს, რაკეტსაწინააღმდეგო და სხვა სტრატეგიული შეიარაღების წარმოების შეზღუდვის ხელშეკრულებას. მათი შეხვედრის ერთგვარი გაგრძელება იყო, 1973 წელს ქ. ჰელსინკში “ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციის” - ეუთოს (OSCE) შექმნა. 1975 წელს 35 სახელმწიფოს (ევროპის ქვეყნები, სსრკ, აშშ და კანადა) მეთაურმა ხელი მოაწერა დასკვნით აქტს, რომლის თანახმად, პატივი უნდა ეცათ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანთა უფლებებისათვის. სამხედრო, ეკონომიკურ,  

სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სფეროებში თანამშრომბლობა უნდა განმტკიცებულიყო. 

 XX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს და 80-იანის დასაწყისში, სსრკ–მ დასავლეთ საზღვარზე,  აღმოსავლეთ გერმანიასა და ჩეხოსლოვაკიაში განალაგა რაკეტები, რომლებიც ევროპის ქვეყნებისკენ იყო მიმართული. ამის საპასუხოდ აშშ-ს პრეზიდენტ რონალდ რეიგანის (1981-1989) ინიციატივით, აშშ მ მსგავსი რაკეტები ევროპაში განალაგა. ისინი სსრკ-სკენ იყო მიმართული. ამას გარდა, რონალდ რეიგანმა აკრძალა სსრკ-სთვის ამერიკული მარცვლეულისა და მაღალი ტექნოლოგიების მიყიდვა.  1983 წლიდან აშშ-ში ახალი პროგრამა - “ სტრატეგიული თავდაცვითი სისტემა” შეიმუშავეს. მისი მიზანი იყო ისეთი სარაკეტო და კოსმოსური დანადგარების წარმოება, რომელიც ნებისმიერ სარაკეტო თავდასხმას მოიგერიებდა. ამ პროგრამას მასმედიამ “ვარსკვლავური ომების” პროგრამა შეარქვა. სწორედ რეიგანმა უწოდა სსრკ-ს “ბოროტების იმპერია” (1983 წელს). აშშ-ს მთავარი მოკავშირე ამ დროს დიდი ბრიტანეთი იყო, რომლის პრემიერ მინისტრი, “რკინის ლედად” წოდებული მარგარეტ ტეტჩერი(1979-1990) იყო. ამ პროგრამის საპასუხოდ სსრკ იძულებული გახდა თავადაც დაეწყო ახალ პროგრამებზე მუშაობა და დასავლეთს “ გამალებულ შეიარაღებაში” აყოლოდა. თუმცა ამას ძლიერი ეკონომიკა სჭირდებოდა, რაც სსრკ-ს არ გააჩნდა. შესაბამისად ქვეყანაში დაიწყო გაჭირვება. სურსათის გაყიდვა ტალონებით დაიწყეს. ფაქტიურად სსრკ-ში დაიწყო მწვავე ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი, რამაც მისი დანგრევა გამოიწვია. 


ცივი ომის ეპოქის ომები: კორეა, ვიეტნამი, კარიბის კრიზისი, ავღანეთი

 ა)კორეის ომი  

 1945 წლის აგვისტოში სსრკ-მ და აშშ-მ კორეა იაპონელებისგან გაწმინდეს. მათი შეთანხმების თანახმად კორეა 2 ნაწილად ჩრდ. და სამხ. კორეად გაიყო. 

 1950 წლის 25 ივნისს კომუნისტური ჩრდ.კორეის ჯარებმა ქვეყნის გაერთიანების საბაბით სამხრეთ კორეაში ომი დაიწყეს. იმავე დღეს გაერომ სამხ.კორეისთვის დახმარების გაწევის შესახებ რეზოლუცია მიიღო. ომში სამხ. კორეას დახმარებას ნატოს წევრი ქვეყნები უწევდნენ, ჩრდილოეთს კი- ჩინეთი და სსრკ (შეიარაღებით). ორ წელიწადში, ორივე მხრიდან დიდი მსხვერპლის მიუხედავად (2 მლნ.დაღუპული და დაჭრილი) ომი უშედეგოდ დასრულდა და კორეა დღემდე ორ სახელმწიფოდაა გაყოფილი (38-ე პარალელზე). 

 ბ)ვიეტნამის ომი  

 საფრანგეთის ყოფილი კოლონია ვიეტნამი 1954 წლის შემდეგ ორ ნაწილად კომუნისტურ ჩრდილოეთად და სამხრეთ ვიეტნამად გაიყო.1957 წელს სამხ. ვიეტნამში დაიწყო პარტი-ზანული მოძრაობა ვიეტნამის გასაერთიანებლად; 1959 წლიდან პარტიზანების დახმარების საბაბით ჩდ.ვიეტნამის ჯარებმა მათი ლიდერის ხო ში მინის მეთაურობით ომი წამოიწყეს. სამხ.ვიეტნამის მთავრობას აშშ ეხმარებოდა, რომელმაც 1965 წლიდან ვიეტნამში დიდი რაოდენობით ჯარები გადმოისროლა. ჩდ.ვიეტნამს ჩინეთი (სამხედრო ძალით) და სსრკ (შეიარაღებით და სამხედრო მრჩეველებით) ეხმარებოდნენ. აშშ-მ ამ ომში გამოიყენა ქიმიური იარაღი - დეფოლიანტები, რომელიც ტყეების გასაშიშვლებლად და მოწინააღმდეგის ძალების აღმოსაჩენად ფოთოლცვენას იწვევდა. საბოლოოდ ეს ომი აშშ-ს დამარცხებით დასრულდა. აშშ-მ და ჩრდილოეთ ვიეტნამმა 1973 წელს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმად ამერიკულ ჯარებს ვიეტნამი უნდა დაეტოვებინათ. თუმცა უკანასკნელმა ამერიკელმა ჯარისკაცმა მხოლოდ 1975  წლის აპრილში დატოვა სამხ.ვიეტნამი. ვიეტნამი გაერთიანდა. ომი დასრულდა მასში მონაწილე ქვეყნების დიდი ზარალით (აშშ-მ დაკარგა 58 ათასი ადამიანი, სამხ.ვიეტნამმა - 250 000, ხოლო ჩდ. ვიეტნამმა 1მლნ.ადამიანი). 

 გ)კარიბის კრიზისი  

 ”ცივი ომის” კულმინაცია იყო ე.წ. „კარიბის კრიზისი“. 1959 წელს კუბაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და ქვეყნის სათავეში რევოლუციის ლიდერი ფიდელ კასტრო მოვიდა. მან კუბაში აშშ-ს კომპანიების ქონების ნაციონალიზაცია (სახელმწიო საკუთრებაში გადაცემა) დაიწყო, რამაც აშშ-ს გაღიზიანება გამოიწვია და კუბა 1962 წ-ს ამერიკული სახელმწიფოების ორგანიზაციიდან გარიცხეს. ამის საწინააღმდეგოდ ფ. კასტრომ სსრკ-სთან დაახლოება დაიწყო. 1962 წლისთვის ნატოს წევრ თურქეთში,  რომელიც სსრკ-ს მეზობელი იყო დიდი რაოდენობით ატომური რაკეტები იყო განლაგებული. ამის საპასუხოდ სსრკ-ს სახელმწიფოს ლიდერმა ნ. ხრუშჩოვმა კუბაში, ამერიკის სანაპიროებთან ატომური რაკეტები განათავსებინა. 1962 წელს აგვისტოში სსრკ-მ კუბის ტერიტორიაზე საიდუმლოდ დაიწყო სამჭოთა ატომური რაკეტების განლაგება და სამხედრო დანაყოფების გადასხმა. იმავე წელს ოქტომბერში  

ამერიკულმა სადაზვერვო თვითმრფინავმა ეს რაკეტები დააფიქსირა. ამოქმედების შემთხვევაში ისინი

44 

მთელი ამერიკის ტერიოტორიას დაფარავდნენ. პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ გადაწყვიტა კუბის სამხედრო ბლოკადის დაწყება. 200-მდე ამერიკულმა გემმა კუბას ალყა შემოარტყა. პარალელურად კენედიმ ნ. ხრუშჩოვს მოსთხოვა რაკეტების დემონტაჟი. სსრკ-ს მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში აშშ ატომური ომის დაწყებით დაიმუქრა. ატომური ომი ყოველ წუთს შეიძლებოდა დაწყებულიყო. 10 დღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 28 ოქტომბერს აშშ და სსრკ შეთანხმდნენ, რომ საბჭოთა კავშირი დაუყოვნებლივ დაიწყებდა რაკეტების დემონტაჟს და კუბიდან გატანას, აშშ კი საზღვაო ალყას მოხსნიდა და არ ეცდებოდა კუბის დაპყრობას. 1962 წლის ნოემბერში ეს ხელშეკრულება შესრულდა. გარდა ამისა აშშ-მ ატომური რაკეტები გაიტანა თურქეთიდანაც. 

 დ)ავღანეთის ომი  

 1973 წელს ავღანეთში მონარქია დაემხო. სახელმწიფოს სათავეში გენერალი დაუდ ხანი მოვიდა. 1978  წელს აპრილში სსრკ-ს დახმარებით ავღანეთში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და სათავეში სოციალისტური მთავრობა მოვიდა. თუმცა სოციალისტურმა გარდაქმნებმა მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია და სამოქალაქო ომი დაიწყო,რომელსაც ავღანელი მოჯაჰიდები (არაბ. წმინდა საქმისთვის მებრძოლი - მუსლიმური სარწმუნოებისთვის მებრძოლები) ხელმძღვანელობდნენ. გარდა ამისა, სსრკ-ში თვლიდნენ , რომ სახელმწიფო მეთაური ჰაზიფულა ამინი ამერიკასთან დაახლოებას ცდილობდა. ყოველივე ამის გამო, 1979 წლის ბოლოს საბჭოთა ჯარები ავღანეთში შეიჭრნენ. ამინი ჩამოაგდეს და სსრკ სთვის მისაღები პიროვნება ბაბრაქ ქარმალი დანიშნეს. ომი 10 წელი გაგრძელდა. ერთ მხარეს მონაწილეობდა ავღანეთის სოც. მთავრობის და სსრკ-ს ჯარები, ხოლო მეორე მხარეს ავღანელი მოჯაჰიდები, რომლებსაც სამხედრო და ფინანსურ დახმარებას აშშ, საუდის არაბეთის, პაკისტანი, ჩინეთი და ირანი უწევდა. ეს ომი 1989 თებერვლამდე გაგრძელდა. ომში მონაწილეობა მიიღო 500 000 სამჭოთა და 300 000-ზე მეტმა ავღანელმა ჯარისკაცმა ერთი მხრივ და 200 000-მდე მოჯაჰიდმა. ომი საბოლოოდ საბჭოთა ჯარების ავღანეთის დატოვებით დასრულდა.1992 წელს კი მოჯაჰიდებმა დაამარცხეს ავღანეთის მთავრობის ჯარები. ავღანეთის ომით ”ცივი ომი” დასრულდა .