ა) I მსოფლიო ომი (1914-1918)
XIX საუკუნის ბოლოს მსოფლიოს უმეტესი ნაწილი დიდ სახელმწიფოებს გადანაწი - ლებული ჰქონდათ. აზიისა და აფრიკის კოლონიები ძირითადად დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის ხელში იყო. ეს იწვევდა დაპირისპირებას გერმანიასთან, რომელსაც პრეტენზიები ჰქონდა გარკვეულ ტერიოტორიებზე. საკუთარი ინტერესები ჰქონდათ რუსეთს, ავსტრია-უნგრეთს, იტალიას, აშშ-ს, იაპონიას და სხვებს. ამ ინეტერსების გათვალისწინებით ეს სახელმწიფოები დაჯგუფდნენ ორ სამხედრო ბლოკში. 1882 წელს დაიდო ხელშეკრულება გერმანიას, ავსტრია-უნგრეთსა და იტალიას შორის, რომელიც ისტორიაში "სამთა
კავშირის" სახელით არის ცნობილი. 1892 წ. ამ სამხედრო ბლოკის საპირისპიროდ ხელშეკრულება გაფორმდა საფრანგეთსა და რუსეთს შორის. 1904 წ. დაიდო ხელშეკრულება დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის, რომელსაც "ანტანტა" (გულითადი შეთანხმება) ეწოდა. შემდგომში "ანტანტა" ეწოდებოდა I მსოფლიო ომში დიდ ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთისა და მათი მოკავშირეებისგან შემდგარ კავშირს. 1907 წელს გაფორმდა ხელშეკრულება რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის. ორი სამხედრო ბლოკი ევროპაში ასე ჩამოყალიბდა. "სამთა კავშირს" მოგვიანებით შეუერთდნენ თურქეთი და ბულგარეთი, ხოლო "ანტანტას" იაპონია, სერბეთი, აშშ. 1915 წელს იტალია გამოვიდა "სამთა კავშირიდან"
და I მსოფლიო ომში "ანტანტის" მხარეზე მიიღო მონაწილეობა.
I მსოფლიო ომის საბაბი გახდა ტერორისტული აქტი. 1914 წლის 28 ივნისს ქ.სარაევოში სერბმა ნაციონალისტმა სტუდენტმა გავრილო პრინციპიმ ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე ფრანც ფერდინანდი და მის მეუღლე მოკლა. ავსტრია-უნგრეთმა სერბეთს ჯერ ულტიმატუმი წაუყენა, შემდგე კი
27
თავს დაესხა. რუსეთის იმპრეტორმა ნიკოლოზ I I -მ მოძმე სერბი ხალხის დასაცავად ჯარის მობილიზიაცია გამოაცხადა. ამის საპასუხოდ 1914 წლის 1 აგვისტოს გერმანიამ რუსეთს ომი გამოუცხადა (ეს თარიღი I მსოფლიო ომის დასაწყისად ითვლება). 3 აგვისტოს გერმანიამ ომი გამოუცხადა საფრანგეთსაც და ბელგიის ტერიტორიის გავლით საფრანგეთში შეიჭრა. 4 აგვიტოს დიდმა ბრიტანეთმა გერმანიას გამოუცხადა ომი. I მსოფლიო ომი 4 წელზე დიდხანს გაგრძელდა. საბრძოლო მოქმედებები ერთდროულად აფრიკაში, აზიასა და ევროპაში რამდენიმე ფრონტზე მიმდინარეობდა, მაგრამ ძირითადი ევროპის აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფრონტები იყო. აქ გაიმართა რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა: სომის, იპრის და ვერდენის. I მსოფლიო ომის მსვლელობისას გამოიყენეს ახალი ტექნოლოგიები. 1915 წლის აპრილში მდ. იპრთან გერმანელებმა ფრანგების წინააღმდეგ პირველად გამოიყენეს მომწამლავი გაზი. ამის შემდგომ ასეთ გაზებს ორივე მხარე იყენებდა. ამის საწინააღმდეგოდ აირწინაღები შეიქმნა. 1916 წ. სომის ბრძოლაში ინგლისელებმა პირველად გამოიყენეს საბრძოლო ტანკი. ამ ომში პირველად იქნა გამოყენებული წყალქვეშა ნავი გერმანელების მიერ. მოწინააღმდეგეებმა გამოიყენეს ავიაცია, ტყვიამფრქვევები, ნაღმმტყორცნები, რომლებიც ჭურვებს 10 კმ-ზე შორს ისროდნენ. 1917 წლის აპრილში ომში ჩაება აშშ, რომელმაც "ანტანტის" დასახმარებლად ევროპაში 2 მლნ-მდე ჯარისკაცი და ოფიცერი გაგზავნა. ომის მსვლელობაზე ასევე გავლენა იქონია 1917 წლის ოქტომბერში რუსეთში მომხდარმა რევოლუციამ. სახელმწიფოს სათავეში ლენინის მეთაურობით ბოლშევიკები მოვიდნენ. ახალმა მთავრობამ 1918 წ. 3 მარტს გერმანიასა და მის მოკავშირეებთან ბრესტ-ლიტოვსკში სეპარატული ზავი დადო და ომიდან გავიდა. ამ ზავის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად რუსეთის ჯარებს ამიერკავკასიაში უნდა დაეტოვებინათ არდაგანის, ყარსისა და ბათუმის ოლქები, რაც ფაქტობრივად მათი თურქეთისთვის გადაცემას ნიშანავდა. 1918წ. მარნის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ გერმანელებმა უკან დახევა დაიწყეს, ხოლო აშშ-ს ჩართვამ ომში დააჩქარა მოვლენები და ომის ბედიც გადაწყდა. მალე ბულგარელები, თურქები და ავსტრიელები დანებდნენ. 1918წ. ნოემბერში გერმანიაში მოხდა რევოლუცია და 9 ნოემბერს ვილჰელმ II ჰოლანდიაში გაიქცა. 11 ნოემბერს კომპიენის ტყეში დაიდო საზავო ხელშეკრულება, რომლის თანახმად გერმანიამ თავი დამარცხებულად ცნო. I მსოფლიო ომი დასრულდა. ხელშეკრულების მიხედვით გერმანიის ჯარებს უნდა დაეტოვებინათ ოკუპირებული ტერიოტორიები, ელზასი და ლოთარინგია, ანტანტის ქვეყნებისთვის უნდა გადაეცათ მთელი შეიარაღება. 1918წ. ბოლოს ავსტრია-უნგრეთის იმპერია დაიშალა და წარმოიქმნა ახალი სახელმწიფოები: ავსტრია, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, იუგოსლავია. I მსოფლიო ომში ორივე მხრიდან დაიღუპა 9-10 მლნ ადამიანი.
I მსოფლიო ომში საქართველო, როგორც რუსეთის შემადგენელი ნაწილი, მონაწილეობდა. ის ჩართული აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც თურქეთმა ომი გამოუცხადა რუსეთს. საბრძოლო მოქმედებები კავკასიის ფრონტზეც მიმდინარეობდა. საქართველოდან ომში 200 ათასამდე ჯარისკაცი და ოფიცერი გაიწვიეს. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ არზრუმის, ერევნის, ოლთისისა და სარიყამიშის საომარ ოპერაციებში. 1915-16 წწ. მიმდინარე საომარ ოპერაციებში თურქეთის ჯარებმა დამარცხება განიცადეს.
ბ) ვერსალის კონფერენცია
I მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოს შემდგომი განვითარების გზები დღის წესრიგში დადგა. აშშ–ს პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა კონგრესს წარუდგინა პროგრამა, რომელიც მსოფლიოში მშვიდობიანი თანაარსებობის 14 პირობას შეიცავდა. ეს პროგრამა „ვილსონის 14 პუნქტის“ სახელითაა ცნობილი. ამ პროგრამით გათვალისწინებული იყო : არანაირი საიდუმლო საერთაშორისო მოლაპარაკებები არ უნდა
28
შემდგარიყო, ანუ უნდა ყოფილიყო ღია დიპლომატია; ზღვაოსნობა თავისუფალი უნდა ყოფილიყო; ეკონომიკური ბარიერები უნდა გაუქმებულიყო; შეიარაღება უნდა შემცირებულიყო; უნდა შექმნილიყო ხალხთა საერთაშორისო გაერთიანება „ერთა ლიგა“, რომელიც ყველა სახელმწიფოსთვის ტერიტორიული მთლიანობის გარანტია იქნებოდა. ეს 14 პუნქტი სახელმწიფოებრიობის უმრავლესობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მათ მხოლოდ „ერთა ლიგის“ შექმნის იდეა მოიწონეს.
1919 წლის იანვარში საფრანგეთში ვერსალის სასახლეში მოიწვიეს ანტანტის მოკავშირე 27 ქვეყნის წარმომადგენლები. კონფერენციის მიმდინარეობას განსაზღვრავდა 3 დიდი სახელმწიფო: დიდი ბრიტანეთი (პრემიერ-მინისტრი დევიდ ლოიდ- ჯორჯი) საფრანგეთი (პრემიერ-მინისტრი ჟორჟ კლემანსო) და აშშ ( პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი). 28 ივნისს კონფერენციის გადაწყვეტილებები ვერსალის საზავო ხელშეკრულებამ დააფიქსირა. გერმანიას ისეთი ვალდებულებები დააკისრეს, რომ ის მომავალში არ გაძლიერებულიყო. ის საფრანგეთის სასარგებლოდ უარს ამბობდა ელზასსა და ლოტარინგიაზე. ასევე გერმანიამ დაკარგა ტერიტორიის ნაწილი აღმოსავლეთით პოლონეთის სასარგებლოდ. მთლიანად გერმანიამ დაკარგა 1/8 ნაწილი. 1919– 1921 წლების განმავლობაში გერმანიას ოქროთი, საქონლით, ხომალდებით, ფასიანი ქაღალდებით 20 მილიარდი ოქროს მარკის ექვივალენტი უნდა გადაეხადა; მდინარე რაინის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებზე მას არ უნდა შეექმნა სიმაგრეები; ანტანტის ქვეყნების სასარგებლოდ ის უარს ამბობდა კოლონიებზე. ვერსალში გადაწყდა „ერთა ლიგის“ შექმნა. მისი მუდმივ მოქმედი წევრები გახდნენ: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, იაპონია. აშშ–მ თავიდან უარი თქვა „ერთა ლიგაში“ შესვლაზე და მას მოგვიანებით შეუერთდა. „ერთა ლიგა“ მუშაობას 1920 წლიდან შეუდგა. მისი შტაბბინა შვეიცარიაში , ქალაქ ჟენევაში მდებარეობდა. მას საბჭო მართავდა, რომელიც შედგებოდა 4 მუდმივ -მოქმედი და 4 არჩევითი წევრი ქვეყნებისგან. ძირითადი ორგანო იყო ასამბლეა. ეს იყო მსოფლიო პარლამენტის შექმნის პირველი მცდელობა. ყველა სახელმწიფოს ერთი ხმა ჰქონდა, ვეტოს უფლებით; ამიტომ ამ დემოკრატიულმა პრინციპმა „ერთა ლიგა“ არაქმედითი გახადა,
რადგან ბევრი საკითხი იბლოკებოდა. ამ დროს შეიქმნა საერთაშორისო სასამართლო ჰააგაში (ჰოლანდია), რომელიც სხვადასხვა ქვეყნებიდან არჩეული 15 მოსამართლისგან შედგებოდა და ქვეყნებს შორის დავას განიხილავდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий