понедельник, 20 июля 2026 г.

რეფორმაცია ევროპაში

 XVI საუკუნეში გერმანიაში დაიწყო რელიგიური მოძრაობა, რომელიც ქრისტიანული სწავლებისა და ეკლესიის ორგანიზაციის გარდაქმნისკენ - რეფორმისკენ იყო მიმართული. ეს მოძრაობა სწრაფად გავრცელდა ევროპაში და ამ მოვლენას რეფორმაცია ეწოდა. რეფორმაციის დასაწყისად ითვლება 1517 წელი, როცა გერმანელმა ღვთისმეტყველების დოქტორმა მარტინ  

ლუთერმა 95 თეზისი გამოაქვეყნა. მან გაილაშქრა ინდულგენციების გაყიდვის წინააღმდეგ.  მარტინ ლუთერისთვის მიუღებელი იყო კათოლიკური პრინციპი, რომლის თანახმად ადამიანის სულის ხსნა შეიძლება წირვა-ლოცვაზე სისტემატური დასწრებით, მარხვით, წმინდა ადგილების

19 

მონახულებითა და მოლოცვით, შემოწირულობების გაღებით. ლუთერს მიაჩნდა, რომ სულის ხსნა პირადი რწმენის გარეშე წარმოუდგენელია. პირადი რწმენა კი ნიშნავს ადამიანის უშუალო კავშირს ღმერთთან და მას არ სჭირდება შუამავალი პაპის, მღვდლების, ხატების, წმინდანების სახით. ეკლესია არ არის სავალდებულო რგოლი ადამიანს და ღმერთს შორის. ყველა ადამიანი ღმერთის წინაშე თანასწორია, მათ შორის მღვდელიც. მარტინ ლუთერმა გაილაშქრა საეკლესიო იერარქიის წინააღმდეგ. მისი აზრით, რწმენის საფუძველი მხოლოდ ბიბლიაა და მისი განმარტება ნებისმიერ ადამიანს (არა მარტო მღვდლებს) შეუძლიათ. ლუთერმა საკუთარ სწავლებაში ეკლესიის ავტორიტეტი ბიბლიის ავტორიტეტით შეცვალა. 

გერმანიის მხარეების (სამთავროების) და ქალაქების ნაწილი რეფორმაციას მიემხრო. 1529  წელს გერმანიის რაიხსტაგმა (წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანო, რომელშიც გერმანიის უმაღლესი წოდების წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებული. მას ჰქონდა საკანონმდებლო და სასამართლო ფუნქცია) ამ ახალი რელიგიური მოძღვრების გავრცელების საწინააღმდეგო კანონი გამოსცა. ამან რეფორმაციის მომხრეთა პროტესტი გამოიწვია. 

კათოლიკურ ეკლესიასთან დაპირისპირებულ ლუთერის მომხრეებს პროტესტანტები ეწოდათ, ხოლო ახალ ქრისტიანულ სწავლებას - პროტესტანტიზმი. 

ლუთერის იდეების წინააღმდეგ 1545 წელს რომის პაპმა პავლე III იტალიის ქალაქ  ტრენტში კრება მოიწვია, სადაც ახალი მოძღვრება დაგმეს. დაპირიპირება მომხრე მოწინააღმდეგეებს შორის ომში გადაიზარდა. 1555 წელს, აუგსბურგის რელიგიური ზავის  თანახმად, სამთავროებს, რომლებიც ლუთერის მოძღვრებას იზიარებდნენ, რწმენის თავისუფლება ებოძათ. 

მეორე დიდი რეფორმატორი იყო ფრანგი თეოლოგი ჟან კალვინი, რომელიც ჟენევაში (შვეიცარიაში) მოღვაწეობდა. მისი აზრით, მთელი ადამიანური ცხოვრება ღმერთის სამსახურია.  რაკი ღვთის ნება წინასწარ არავინ იცის, ნებისმიე5რ ადამიანს უნდა სწამდეს, რომ არის რჩეული.  რჩეულობის ერთ-ერთი ნიშანი კი მისი ადგილია ცხოვრებაში, წარმატებული საქმიანობაა,  რომელიც არა ამქვეყნიური სიკეთეების მოსაპოვებელი საშუალებაა. რადგან ეს მოძღვრება საერო საქმიანობასაც ღვთის მსახურების ასპარეზად განიხილავდა, ამიტომ პროტესტანტისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საზოგადოებრივ ცხოვრებას. პროტესტანტული თემები აქტიურად მონაწილეობდნენ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში (მაგ., ნიდერლანდებში,  ინგლისში). 

ჩამოყალიბდა ახალი რელიგიური თემები, გაუქმდა მღვდლის ინსტიტუტი, სასულიერო პირებს - პრესვიტერებს, პასტორებს მრევლის შიგნით ირჩევდნენ. კულტმსახურება გამარტივდა და ნაციონალურ ენებზე მიმდინარეობდა. 

ზოგადად რეფორმაციის შედეგად ჩამოყალიბებულ ახალ ქრისტიანულ მოძღვრებას პროტესტანტიზმი ეწოდა. თუმცა პროტესტანტებს შორისაც არსებობდა განსხვავება. მაგ.,  ლუთერის სწავლება განსხვავდებოდა ჟან კალვინის სწავლებისგან. ამიტომ ლუთერის მიმდევრებს ლუთერანები უწოდეს, ჟან კალვინის მიმდევრებს - კალვინისტები. რეფორმაციის პერიოდში რომის კათოლიკურ ეკლესიას ჩამოცილდა ინგლისის ეკლესიაც და მას ანგლიკანური ეკლესია ეწოდა. 


Комментариев нет:

Отправить комментарий