1929 წელს მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა, რაც 10 წელი გრძელდებოდა. ამ კრიზისმა გამოიწვია ბანკების გაკოტრება, ინდუსტრიული წარმოების და სოფლის მეურნეობის დაქვეითება, ქალაქების გაღატაკება, სოფლის მეურნეობის ნაწარმზე ფასების 50 %-ით დაკლება, მასობრივი უმუშევრობა ( წამყვან სახელმწიფოებში- აშშ, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია უმუშევართა რიცხვმა 30 მილიონს მიაღწია). ეს მოვლენა “დიდი დეპრესიის” სახელით შევიდა ისტორიაში. მისი შედეგები უმეტესად აშშ–მ იწვნია, ამიტომ ხშირად დიდ დეპრესიად ამერიკის ეკონომიკურ კრიზისს გულისხმობენ. 1920-იან წლებში დაიწყო საშუალო ფენის სპეკულაციური ბუმი. ამერიკელების უმეტესობა სახსრებს სხვადასხვა აქციებში აბანდებდა. აქციებზე მოთხოვნა იზრდებოდა. თუ სახსრები არ ჰქონდათ, ბანკებიდან სესხს იღებდნენ და აქციებს ყიდულობდნენ. აქციების ფასი დღითი დღე იზრდებოდა, რაც დიდხანს ვერ
34
გაგრძელდებოდა. 1929 წლის 24 ოქტომბერს “შავ ხუთშაბათს” დაიწყო აქციების სწრაფი გაუფასურება. გაიყიდა 13 მილიონი აქცია, ხოლო 29 ოქტომბერს, “საშინელ სამშაბათს” 16.5 მილიონი აქცია. სულ შემდეგ დღეებში გაიყიდა 30 მილიონი აქცია. აქციები გაუფასურდა და მილიონობით ინვესტორი გაკოტრდა. მთელი კვირის მანძილზე აშშ–ს სავაჭრო ეკონომიკურმა ბაზარმა 30 მლრდ დოლარი დაკარგა. ბანკები, რომლებიც ადრე აქციების შესყიდვას აფინანსებდნენ და კლიენტების ნაწილს ამისთვის ფულს აძლევდნენ, უძლურნი აღმოჩნდნენ დანარჩენი კლიენტებისთვის ვალი დაებრუნებინათ, გადასახადები გადაეხადათ ან მეწარმეებისთვის სესხი გამოეყოთ; ბევრი ბანკი გაკოტრდა. იმის გამო რომ მეწარმეებს ბანკებიდან კრედიტების მიღება აღარ შეეძლოთ, ბევრი საწარმო გაკოტრდა, რამაც თავის მხრივ უმუშევრობის კატასტროფული ზრდა გამოიწვია. ეს საბირჟო კრახი “უოლ სტრიტის” სახელითაა ცნობილი და ამერიკაში ის დიდი დეპრესიის დასაწყისად იქცა. ყოველი მეოთხე ამერიკელი უმუშევარი გახდა. უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა დასავლეთ ევროპა, რადგან მათი წარმოება ჯერ ისე ძლიერი არ იყო და ამერიკულ საბანკო სესხებზე იყო დამოკიდებული. აშშ–მ კი სწრაფად მოითხოვა კრედიტების დაბრუნება. 1933 წლიდან აშშ–ს პრეზიდენტი გახდა დემოკრატი ფრანკლინ დელანო რუზველტი. მან გამარჯვებისთანავე კონგრესს მიაღებინა 70 საკანომდებლო აქტი, რომლებიც წარმოების, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის გაჯანსაღებას ემახურებოდა. ყველა ამ ღონისძიებამ ერთი სახელწოდება – “ახალი კურსი” მიიღო. ახალი კურსის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო, ბანკების რაოდენობის შემცირება (1933 – 1939- მდე 15 % შემცირდა). აქტივები გამსხვილდა 37%-ით. საზოგადოებრივი საქმიანობისთვის სახელმწიფომ 12 მლრდ. დოლარი გამოყო. სახელმწიფო მოსახლეობას სხვადასხვა სფეროში თავად ასაქმებდა - მაგ: ხეების დარგვა, ნიადაგის ეროზიასთან ბრძოლა, მდინარეების დასუფთავება, ნაკრძალების შექმნა; ფერმერებს გამოეყოთ სახსრები, რათა მათ ნაკლები რაოდენობის, მაგრამ ხარისხიანი მარცვლეული მოეყვანათ. ამით მარცვლეულის ფასები გაიზარდა. დაწესდა ფიქსირებული ფასები და ხელფასები. დადგინდა მშრომელთა პენსიების მოცულობა. საპენსიო ასაკი 65 წლით განისაზღვრა. უმუშევრებს, ინვალიდებს, ობლებს და ქვრივებს დაენიშნათ დახმარება. დადგინდა სამუშაო საათების მაქსიმალური ზღვარი და ბავშვების მუშაობა აიკრძალა. 1936 წელს რუზველტი პრეზიდენტად ახალი ვადით აირჩიეს. 1937 წელს აშშ – ს მრეწველობამ 1929 წლის, ანუ დეპრესიამდე არსებულ ნიშნულს მიაღწია. ამ პერიოდში, აშშ საგარეო ურთიერთობების დროს იცავდა სხვა ქვეყნების საქმეებში ჩაურევლობის პოლიტიკას. 1933 წელს მან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა სსრკ-სთან. 1935 წელს აშშ-ში მიიღეს კანონი ნეიტრალიტეტის შესახებ. აიკრძალა ამერიკული შეიარაღების ექსპორტი მეომარ სახელმწიფოებში. მაგალითად, ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს აშშ მკაცრად იცავდა ჩაურევლობის პოლიტიკას და არც ერთ მხარეს არ დაეხმარა.
Комментариев нет:
Отправить комментарий