воскресенье, 26 июля 2026 г.

ნატო და ვარშავის პაქტის ქვეყნები

  1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში აშშ-, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ ნიდერლანდებმა, პორტუგალიამ, ლუქსემბურგმა, ბელგიამ, ნორვეგიამ, დანიამ და ისლანდიამ ხელი მოაწერეს ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, ნატოს შექმნას (NATO-The North  Atlantic Treaty Organization). ორგანიზაციის შტაბ-ბინა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მდებარეობს. მოგვიანებით ალიანსს შეუერთდნენ საბერძნეთი, თურქეთი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ესპანეთი. სოციალისტური ბანაკის დაშლის შემდეგ მას შეუერთდნენ ჩეხეთი,პოლონეთი,უნგრეთი, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ბულგარეთი, მოგვიანებით ხორვატია და ალბანეთი. ნატოს თავდაპირველი მიზანი იყო ერთიანი ძალებით სსრკ-სგან მოსალოდნელი სამხედრო აგრესიის თავიდან აცილება. ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ ორგანიზაციის ნებისმიერ წევრ ქვეყანაზე თავდასხმა განიხილება, როგორც ყველაზე თავდასხმა.  

 1955 წელს ნატოს საპასუხოდ სოციალისტური ბანაკის ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ვარშავის პაქტს. ამ პაქტს ხელი მოაწერეს სსრკ-, ალბანეთმა, ბულგარეთმა, ჩეხოსლოვაკიამ, გდრ-, უნგრეთმა, პოლონეთმა და რუმინეთმა. მოგვიანებით სსრკ-სთან ურთიერთობის გაუარესების გამო, პაქტიდან გამოვიდა ალბანეთი. ამ პაქტის ძირითადი მიზანი იყო, ნატოს ალიანსიდან მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილება. ასე შეიქმნა ევროპაში ორი ურთიერთდაპირისპირებული სამხედრო ბლოკი, თუმცა ომამდე საქმე არ მისულა. 90-იან წლებში კომუნისტური ბანაკის დაშლის შემდეგ, 1991 წელს ვარშავის პაქტმა არსებობა შეწყვიტა და მისი წევრების დიდი ნაწილი ნატოს შეუერთდა


Комментариев нет:

Отправить комментарий