XIX საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდნენ „თერგდალეულები“. ესენი იყვნენ რუსეთის უნივერსიტეტებში განათლებამირებული ახალგაზრდები - ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი და სხვები. „თერგდალეულების“ აღიარებული ლიდერი იყო ი. ჭავჭავაძე. მათ თავიდანვე შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა, რომელიც სხვადასხვა სფეროს მოიცავდა.
1875 წელს მათი ინიციატივით დაარსდა თბილისის საადგილმამულო სათავადაზნაურო ბანკი. ამ ბანკს 30 წლის მანძილზე მეთაურობდა ი. ჭავჭავაძე. მოგვიანებით ასეთი ბანკი ქუთაისშიც დაარსდა. მათი მიზანი შემდეგი იყო: ბატონყმობის გაუქმების შემდეგ გაღარიბებული თავადაზნაურობის შემოსავლის ძირითადი წყარო მამულების გაყიდვა იყო. ამ მიწებს კი ძირითადად მდიდარი ბურჟუაზია, რომელთა შორის უცხოელები სჭარბობდნენ, ყიდულობდა. ეს
26
ბანკები თავადაზნაურობას იმის საშუალებას აძლევდნენ, რომ მიწა არ გაეყიდათ და დროებით დაეგირავებინათ. თანხის ბანკში დაბრუნების შემდეგ კი მას უკან იბრუნებდნენ. ამ ბანკების შემოსავლის საკმაო ნაწილი კი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას ხმარდებოდა.
1879 წელს „თერგდალეულების“ ინიციატივით „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ შეიქმნა, რომლის თავჯდომარე ჯერ დიმიტრი ყიფიანი, შემდეგ კი ილია ჭავჭავაძე იყო. ამ ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობდნენ ა. წერეთელი, ი. გოგებაშვილი, ნ. ნიკოლაძე და სხვები. მათ მთელ საქართველოში დაწყებითი ქართული სკოლების ქსელი შექმნეს; დაიწერა ახალი ქართული სახელმძღვანელოები - „დედა ენა“, „ბუნების კარი“ და ა.შ. ორგანიზაციამ შეაგროვა მოსახლეობაში გაბნეული ძველი ქართული ხელნაწერები, ქართული კულტურის ძეგლების და ტრადიციების აღსაწერად ჩაატარა ექსპედიციები და ა. შ.
1863 წელს ი. ჭავჭავაძემ გამოსცა ჟურნალი „საქართველოს მოამბე“; 1866 წელს გიორგი წერეთელმა და სერგეი მესხმა- გაზ. „დროება“; 1877 წელს ი. ჭავჭავაძემ-გაზ. „ივერია“. ეს გამოცემები ქართული ეროვნული თვითშეგნების გაღვივებას უწყობდა ხელს. 70-80-იან წლებში „თერგდალეულების“ რიგები ორად გაიყო. პირველ დასს კვლავ ი. ჭავჭავაძე ედგა სათავეში,
ხოლო მეორე დასს - გ. წერეთელი და ნ. ნიკოლაძე. მათ იდეებს, რომელიც რადიკალური ბურჟუაზიის მსოფლმხედველობას ასახავდა, გაზ. „დროება“ გამოხატავდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий