1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები, რომლის შედეგადაც უზენაეს საბჭოში უმრავლესობა ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საარჩევნო ბლოკმა “მრგვალი მაგიდა - თავისუფალმა საქართველომ” მიიღო. ზვიად გამსახურდია უზენაესი საბჭოს თავჯდომარედ აირჩიეს. უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 31 მარტს მოაწყო რეფერენდუმი კითხვაზე:
თანახმა ხართ თუ არა, საქართველოს დამოუკი-დებლობის აღდგენისა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე? მოსახლეობის 98% დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი. 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, ხოლო 26 მაისს ზვიად გამსახურდია პრეზიდენტად იქნა არჩეული.
1991 წლის II ნახევარში ზვიად გამსახურდიას მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. საზოგადოების ნაწილი ოპოზიციაში აღმოჩნდა. დეკემბრის ბოლო დეკადაში სამოქალაქო ომი გაჩაღდა. 1992 წლის 6 იანვარს, ზ. გამსახურდია მომხრე-ებთან ერთად იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. ორი თვის მანძილზე ქვეყანას “სამხედრო საბჭო” მართავდა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: ყოფილი პრემიერ მინისტრი თენგიზ სიგუა, თენგიზ კიტოვანი და სამხედრო გაერთიანება “მხედრიონის” ლიდერი, ჯაბა იოსელიანი. 1992 წლის მარტში ქვეყანაში ჩამოვიდა ე. შევარდნძე და სათავეში ჩაუდგა სამხედრო საბჭოს.
1993 წელს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის (სამაჩაბლოს) რეგიონს დაემატა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაც, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
1995 წლის 24 აგვისტოს მიიღეს საქართველოს კონსტიტუცია. ამავე წელს ჩატარდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს ედუარდ შევარდნაძე.
Комментариев нет:
Отправить комментарий