понедельник, 20 июля 2026 г.

უძრაობის ეპოქა საბჭოთა კავშირში

  1953 წლის 5 მარტს იოსებ სტალინი გარდაიცვალა. სახელმწიფოს სათავეში ნიკიტა ხრუშოვი მოვიდა. მის დროს გულაგებიდან გამოუშვეს პატიმრები. სტალინის “კულტი” დაგმობილ იქნა. ამ პერიოდს ისტორიაში “დათბობის ხანა” ეწოდება. თუმცა ეს არ ნიშნავდა დემოკრატიზაციას. 9 მარტს თბილისში დემონსტრანტები, რომელიც იოსებ სტალინის გარდაცვალების თარიღს აღნიშნავდნენ დახვრიტეს; ასევე1956 წ. საბჭოთა ტანკები შეიყვანეს უნგრეთში, რომლის მთავრობა შეეცადა,  

დემოკრატიული რეფორმები განეხორციელებინა. სწორედ ხრუშოვის სახელს უკავშირდება, “კარიბის კრიზისი”. 1964-1982 წწ საბჭოთა კავშირს ლეონიდ ბრეჟნევი მართავდა. სწორედ ამ პერიოდს ეწოდა “უძრაობის ხანა”, რადგან რეალურად ცხოვრების არცერთი სფერო, მრეწველობა და სოფლის მეურნეობა არ ვითარდებოდა. პირიქით მისი მმართველობის ბოლო პერიოდში დაღმასვლაც კი დაიწყო. 80-იანი წლების დასაწყისში ქვეყანა უკვე სურსათის ნაკლებობას განიცდიდა. 

 საგარეო პოლიტიკაში სსრკ განაგრძობდა აგრესიულ საგარეო პოლიტიკას, რაც “ბრეჟნევის  დოქტრინაში” გამოიხატა. ამ დოქტრინის მიხედვით, მოსკოვს არ უნდა დაეშვა აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ქვეყნების დემოკრატიზაცია; ამიტომ უნდა ჩარეულიყო მათ საშინაო საქმეებში. ასე

45 

მოხდა 1968 წელს, როცა ჩეხოსლოვაკიის მთავრობა შეეცადა ქვეყნის დემოკრატიზაციას და ქვეყანაში ანტისაბჭოთა გამოსვლები დაიწყო. სსრკ–მ ტანკები შეიყვანა ამ ქვეყანაში და ეს გამოსვლები სისხლში ჩაახშო. 

 მიუხედავად ასეთი პოლიტიკისა, აშშ შეეცადა დაეწყო მოლაპარაკებები სსრკ-სთან. 1972 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა და ბრეჟნევმა, ქ. მოსკოვში ხელი მოაწერეს, რაკეტსაწინააღმდეგო და სხვა სტრატეგიული შეიარაღების წარმოების შეზღუდვის ხელშეკრულებას. მათი შეხვედრის ერთგვარი გაგრძელება იყო, 1973 წელს ქ. ჰელსინკში “ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციის” - ეუთოს (OSCE) შექმნა. 1975 წელს 35 სახელმწიფოს (ევროპის ქვეყნები, სსრკ, აშშ და კანადა) მეთაურმა ხელი მოაწერა დასკვნით აქტს, რომლის თანახმად, პატივი უნდა ეცათ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანთა უფლებებისათვის. სამხედრო, ეკონომიკურ,  

სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სფეროებში თანამშრომბლობა უნდა განმტკიცებულიყო. 

 XX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს და 80-იანის დასაწყისში, სსრკ–მ დასავლეთ საზღვარზე,  აღმოსავლეთ გერმანიასა და ჩეხოსლოვაკიაში განალაგა რაკეტები, რომლებიც ევროპის ქვეყნებისკენ იყო მიმართული. ამის საპასუხოდ აშშ-ს პრეზიდენტ რონალდ რეიგანის (1981-1989) ინიციატივით, აშშ მ მსგავსი რაკეტები ევროპაში განალაგა. ისინი სსრკ-სკენ იყო მიმართული. ამას გარდა, რონალდ რეიგანმა აკრძალა სსრკ-სთვის ამერიკული მარცვლეულისა და მაღალი ტექნოლოგიების მიყიდვა.  1983 წლიდან აშშ-ში ახალი პროგრამა - “ სტრატეგიული თავდაცვითი სისტემა” შეიმუშავეს. მისი მიზანი იყო ისეთი სარაკეტო და კოსმოსური დანადგარების წარმოება, რომელიც ნებისმიერ სარაკეტო თავდასხმას მოიგერიებდა. ამ პროგრამას მასმედიამ “ვარსკვლავური ომების” პროგრამა შეარქვა. სწორედ რეიგანმა უწოდა სსრკ-ს “ბოროტების იმპერია” (1983 წელს). აშშ-ს მთავარი მოკავშირე ამ დროს დიდი ბრიტანეთი იყო, რომლის პრემიერ მინისტრი, “რკინის ლედად” წოდებული მარგარეტ ტეტჩერი(1979-1990) იყო. ამ პროგრამის საპასუხოდ სსრკ იძულებული გახდა თავადაც დაეწყო ახალ პროგრამებზე მუშაობა და დასავლეთს “ გამალებულ შეიარაღებაში” აყოლოდა. თუმცა ამას ძლიერი ეკონომიკა სჭირდებოდა, რაც სსრკ-ს არ გააჩნდა. შესაბამისად ქვეყანაში დაიწყო გაჭირვება. სურსათის გაყიდვა ტალონებით დაიწყეს. ფაქტიურად სსრკ-ში დაიწყო მწვავე ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი, რამაც მისი დანგრევა გამოიწვია. 


Комментариев нет:

Отправить комментарий