понедельник, 20 июля 2026 г.

აღორძინების ეპოქა

 შუა საუკუნეების კულტურის ხასიათი ქრისტიანული ქვეყნებისთვის ქრისტიანობამ,  ხოლო მუსლიმური სამყაროსთვის ისლამმა განსაზღვრა. თუმცა დროთა განმავლობაში სამყაროს მიმართ ადამიანის დამოკიდებულება შეიცვალა. XIII საუკუნის ბოლოდან კულტურის სხვადასხვა სფეროს მოღვაწეები (მწერლები, მხატვრები, მოქანდაკეები...) ანტიკურ ტრადიციებს,  სადაც მთავარი იყო ადამიანი თავის სხვადასხვა თვისებებით, უბრუნდებიან. დასავლეთ ევროპის კულტურის ისტორიაში ამ ხანას აღორძინების ხანა, ანუ რენესანსი ეწოდება. „რენესანსი“  ფრანგული სიტყვაა, იტალიურად კი „რინაშიმენტო“ - ანტიკური ხელოვნების აღორძინებას ნიშნავს.  

მწერლები დანტე (XIII-XIV სს.), პეტრარკა და ბოკაჩო (XIV ს.) ადამიანს, თავის მიწიერი ვნებებით და სურვილებით წარმოაჩენდნენ. ასეთი რამ მანამდე ქრიატიანულ ასკეტურ ლიტერატურაში წარმოუდგენელი იყო. მხატვრობასა და ქანდაკებაში ბრტყელი, თითქოს უსხეულო გამოსახულებები იცვლება სამგანზომილებიანი, რელიეფური სამყაროთი. ლეონარდო  

და ვინჩი, მიქელანჯელო ბუონაროტი, რაფაელ სანტი (XIV-XV სს.) გვიხატავდნენ სრულყოფილ პიროვნებებს, სადაც ფიზიკური და სულიერი სილამაზე შერწყმული იყო. 


Комментариев нет:

Отправить комментарий