1939 წლის 1 სექტემბერს გერმანია თავს დაესხა პოლონეთს ( II მსოფლიო ომის დასაწყისი). 3 სექტემბერს ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ომი გამოუცხადეს გერმანიას, თუმცა აქტიური საბრძოლო მოქმედებები მათ შორის პრაქტიკულად არ დაწყებულა. დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს იმედი ჰქონდათ, რომ გერმანია აგრესიას აღმოსავლეთით სსრკ-სკენ მიმართავდა და კვლავ დაშოშმინების პოლიტიკას აგრძელებდნენ. ამ პერიოდს 1939 წლის სექტემბრიდან 1940 წლის მაისამდე „უცნაური ომი“ ეწოდა.
1939 წლის 28 სექტემბერს პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა დაეცა. მანამდე, 17 სექტემბერს მოლოტოვ– რიბენტროპის პაქტის შესაბამისად საბჭოთა არმიამ დაიწყო აღმოსავლეთ პოლონეთის ოკუპაცია. 1939 წლის 30 ნოემბერს საბჭოთა ჯარები ფინეთში შევიდნენ. ფინეთის არმიამ მათ დიდი წინააღმდეგობა გაუწია და საბჭოთა არმიამ 200 ათასამდე ჯარისკაცი დაკარგა; ფინეთმა დაკარგა 25 ათასი ადამიანი. 1940 წლის 12 მარტს დაიდო ზავი, რომლის თანახმად ფინეთმა სსრკ–ს გადასცა კარელიის ნაწილი. ამ ომის გამო სსრკ ერთა ლიგიდან გარიცხეს. 1940 წლის გაზაფხულზე გერმანული ჯარები ჯერ დანიაში, შემდეგ კი ნორვეგიაში შეიჭრნენ. გერმანიას აინტერესებდა ამ ქვეყნების ეკონომიკური პოტენციალი, რესურსები და გეოპოლიტიკური მდებარეობა. დანიამ კაპიტულაცია 1 დღეში გამოაცხადა; გერმანიამ ნორვეგიაც მალე დაიპყრო და ხელისუფლება ადგილობრივ ფაშისტს ვიდკუნ კვისლინგს ჩააბარა. 1940 წლის 10 მაისს გერმანიამ შეტევა დაიწყო ბელგიის, ნიდერლანდების და ლუქსემბურგის მიმართულებით. დასავლეთ ფრონტი გერმანიის მხრიდან გამაგრებული იყო ზიგფრიდის, ხოლო საფრანგეთის მხრიდან მაჟინოს ხაზით. გერმანულმა არმიამ გვერდი აუარა მაჟინოს ხაზს და 17 მაისს ბრიუსელი (ბელგია) აიღო; 20 მაისს ფრანგულ ქალაქ კალემდე მიაღწია და დიუნკერკის მიდამოებში ალყაში მოაქცია 340 ათასიანი ფრანგულ– ბრიტანული არმია. 14 ივნისს გერმანელებმა პარიზი დაიკავეს, ხოლო 22 ივნისს კომპიენის ტყეში, იმავე
ვაგონში საფრანგეთის მარშალმა პეტენმა კაპიტულაციას მოაწერა ხელი.. საზავო ხელშეკრულების თანახმად საფრანგეთის ჩრდილოეთი გერმანიის მიერ იქნა ოკუპირებული, ხოლო სამხრეთ ნაწილში შენარჩუნდა მთავრობა მცირე არმიით. საფრანგეთის ფლოტი განაიარაღეს, ხოლო მისი კოლონიები გერმანიის კონტროლქვეშ უნდა გადასულიყო. „ელვისებური ომი“ ანუ „Blitzkrieg“ სულ 6 კვირას გაგრძელდა. ევროპაში გერმანიის მეტოქედ დიდი ბრიტანეთიღა რჩებოდა. გერმანელებმა შეიმუშავეს სამხედრო გეგმა კოდური სახელწოდებით „ზღვის ლომი“, რომელიც საჰაერო შეტევებით ბრიტანეთის სამხრეთის დაბომბვას და მისი ავიაციის განადგურებას გულისხმობდა. 1940 წლის მაისში დაშოშმინების პოლიტიკის მთავარი შემოქმედი ჩემბერლენი გადადგა და პრემიერ-მინისტრი გახდა აქტიური საბრძოლო მოქმედებების მომხრე უინსტონ ჩერჩილი. 1940 წლის ზაფხულში გერმანულმა ავიაციამ ბრიტანული ნავსადგურების და ქარხნების დაბომბვა დაიწყო. დაბომბვის შემდეგ გერმანული ფლოტი ლა მანშზე უნდა გადასულიყო და ბრიტანეთის სამხრეთ სანაპიროზე გამაგრებულიყო. მაგრამ ბრიტანულმა ავიაციამ ეფექტური კონტრშეტევა განახორციელა და დაიწყო გერმანული ქალაქების დაბომბვა. ეს ბრძოლები 2 თვეზე მეტხანს გაგრძელდა და საბოლოოდ ორივე მხარე აიძულა დაბომბვები შეეწყვიტა.
38
1940 წლის ზაფხულში ბენიტო მუსოლინიმ მოკავშირეთა ქვეყნებს ომი გამოუცხადა. შემოდგომაზე იტალია ალბანეთის ტერიტორიიდან საბერძნეთს დაესხა თავს, მაგრამ მისმა არმიამ ბერძნების კონტრშეტევას ვერ გაუძლო და უკან დაიხია. 1941 წლის აპრილში გერმანელებმა იტალიელთა დასახმარებლად ბალკანეთზე შეტევა დაიწყეს. მათ იუგოსლავია, შემდგომ საბერძნეთიც დაიპყრეს. 1940
წლის 22 სექტემბერს გერმანიამ, იტალიამ და იაპიონიამ ხელი მოაწერეს სამთა პაქტს, რაც ომის დროს შეთანხმებულად მოქმედებას და გამარჯვების შემდეგ მსოფლიოს მათ შორის გადანაწილებას გულისხმობდა.
1940 წლის ბოლოდან გერმანიასა და სსრკ-ს შორის წინააღმდეგობა გამოიკვეთა. დეკემბერში გერმანიამ შეიმუშავა გეგმა “ბარბაროსა” (ფრიდრიხ ბარბაროსას საპატივსაცემოდ). გეგმა საბჭოთა კავშირზე ელვისებურ თავდასხმას და მისი არმიის დიდი ბრიტანეთის დამარცხებამდე განადგურებას ითვალისწინებდა. 1941 წლის 22 ივნისს დილის 4 საათზე სსრკ-ს თავს დაესხა დაახლოებით 150 გერმანული დივიზია. სსრკ ამ შეტევას მოუმზადებელი შეხვდა და 2 დღეში გერმანული ჯარები 230 კმ-ის სიღრმეში შეიჭრნენ. გერმანელები ნოემბერში მოსკოვს 25-30 კმ-ზე მიუახლოვდნენ და დეკემბერში კრემლის კედლებს დურბინდით ხედავდნენ. მაგრამ დიდი გმირობის ფასად საბჭოთა ჯარებმა მოიგერიეს გერმანელთა შეტევა და მათუკან დაახევინეს (საბჭოთა დაზვერვამ შეიტყო რომ იაპონია არ აპირებდა სსრკ-ზე თავდასხმას და ციმბირული დივიზიები მოსკოვთან გადმოიყვანეს).
ომის დაწყების დღიდან აშშ ნეიტრალიტეტს იცავდა, თუმცა დიდ ბრიტანეთს ფარულ დახმარებას მაინც უწევდა. 1941 წლის 7 დეკემბერს იაპონიის ავიაცია მოულოდნელად თავს დაესხა აშშ-ს წყნარი ოკეანის მთავარ ბაზას - პერლ-ჰარბორს(ჰავაის კუნძულებზე). მათ გაანადგურეს 19 სამხედრო გემი(მათ შორის 5 სახაზო), 188 თვითმფრინავი და 2400-2500 ადამიანი. აშშ-მ და ინგლისმა ომი გამოუცხადეს იაპონიას, ხოლო გერმანია იძულებული გახდა საპასუხოდ ომი გამოეცხადებინა აშშ-სთვის. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა “დიდი სამეულის” ალიანსი – აშშ, დიდი ბრიტანეთი, სსრკ, რომელსაც 1942 წლის 1 იანვარს შეუერთდა კიდევ 23 სახელმწიფო. მათ ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული ერების შესახებ. ეს დეკლარაცია მიმართული იყო გერმანიის და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ. ეს ქვეყნები ვალდებულებას იღებდნენ ომში დახმარებოდნენ ერთმანეთს. ფაქტიურად ამ აქტმა 4 წლის შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნას დაუდო საფუძველი. 1942 წლისათვის მოკავშირე ქვეყნები “სამთა პაქტის” ქვეყნებზე 3-ჯერ მეტ თვითმფრინავს და 10-ჯერ მეტ ტანკს აწარმოებდნენ.
1942-43 წლებში ომის მთავარ ფრონტს წარმოადგენდა აღმოსავლეთის ფრონტი, სადაც თავმოყრილი იყო გერმანელთა ძირითადი ძალები. 1942 წლის ივლისში გერმანულმა ჯარებმა ჩრდილოეთ კავკასიაში, ქალაქ ორჯონიკიძემდე (ახლანდელი ვლადიკავკაზი) მიაღწიეს, თუმცა აქ გააჩერეს. განსაკუთრებით დიდი ბრძოლები ქალაქ სტალინგრადთან მიმდინარეობდა. საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ სტალინგრადის ჩრდილოეთით გერმანელებმა მდინარე ვოლგაზე გადასვლა მოახერხეს, წარმატებას ვერ მიაღწიეს. 1942 წლის შემოდგომაზე ქალაქისთვის დიდი ბრძოლები გაიმართა. საბჭოთა ჯარმა კონტრშეტევა განახორციელა და გერმანელები ალყაში მოაქცია. 1943 წლის 2 თებერვალს გერმანული ჯარების სარდალმა ფელდმარშალმა ფონ პაულიუსმა ხელი მოაწერა კაპიტულაციას და საბჭოთა ჯარებმა ტყვედ აიყვანეს 100
000-მდე გერმანელი ჯარისკაცი და ოფიცერი.
სტალინგრადში დამარცხების შემდეგ, გერმანელებს კურსკის მიდამოებში რევანშის აღება სურდათ. 1943 წლის ზაფხულში კურსკთან მოხდა დიდი სატანკო ბრძოლა, რომელშიც ორივე მხრიდან 1200 ტანკი
39
მონაწილეობდა. საბჭოთა ტანკებმა გაანადგურეს გერმანელთა ტანკების დიდი ნაწილი; გერმანელები აქაც დამარცხდნენ.
ამავე პერიოდში გერმანელებმა წარმატებას ვერც ჩრდილოეთ აფრიკაში მიაღწიეს, სადაც ბრიტანელებმა შეძლეს მათი წინსვლის შეჩერება ეგვიპტისკენ და სუეცის არხს კვლავ ისინი აკონტროლებდნენ. მალე დაიწყო ჩრდილოეთ აფრიკაში ბრიტანელთა (გენერალი მონტგომერი) და ამერიკელთა (გენერალი ეიზენჰაუერი) ერთობლივი შეტევა, რის შედეგად 1943 წლის მაისში გერმანულ-იტალიური ძალები ტუნისში დამარცხდნენ და აფრიკა დატოვეს. ივლისში დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ჯარები სიცილიაზე გადასხდნენ, რამაც იტალიაში სამთავრობო კრიზისი გამოიწვია. ბ. მუსოლინი დააპატიმრეს, ხოლო ახალმა მთავრობამ მარშალ ბადოლიოს მეთაურობით მოკავშირეებთან მოლაპარაკებები დაიწყო. ინგლისურ-ამერიკული ჯარები აპენინის ნ.კ-ზე გადავიდნენ. იტალიის ჯარებმა წინააღმდეგობა შეწყვიტეს. იმავდროულად გერმანელებმა ჩდ. იტალია დაიკავეს და მუსოლინის მეთაურობით ჩდ.
იტალიის ფაშიტური რესპუბლიკა ჩამოაყალიბეს.
1942-43 წლებში "სამთა პაქტის" ქვეყნების წინააღმდეგ მებრძოლ მოკავშირეთა ჯარებს დიდ დახმარებას უწევდნენ ის ძალები, რომლებიც დაპყრობილ ქვეყნებში იბრძოდნენ გერმანელებისა და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ. დას. ევროპაში წინააღმდეგობის მთავარ ძალას საფრანგეთში ორგანიზებული მოძრაობა წარმოადგენდა, რომელსაც გენ. შარლ დე გოლი ხელმძღვანელობდა. 1943 წლის მიწურულს მოკავშირეთა უპირატესობა აშკარა გახდა. 1943 წლის 21ნომებერს-1 დეკემბერს ირანში, თეირანში შეიკრიბნენ "დიდი სამეულის" სახელმწიფოთა მეთაურები- ჩერჩილი, რუზველტი და სტალინი. აქ გადაწყდა, რომ მე-2 ფრონტი გახსნილიყო დასავლეთში, სადაც ჩდ. საფრანგეთში 1944 წლის მაისში გადმოსხდებოდნენ ბრიტანულ-ამერიკული ჯარები. 1944 წლის 6 ივნისს ჩდ. საფრანგეთში, ნორმანდიაში მოკავშირეთა არმია გადმოვიდა. მოკავშირეთა არმიას სარდლობდა აშშ-ს გენერალი დუაიტ ეიზენჰაუერი. აგვისტოში მოკავშირეთა დესანტი სამხ. საფრანგეთშიც გადასხეს, პარიზში კი ფრანგ პატრიოტთა აჯანყება დაიწყო. მათ ქალაქის გათავისუფლება 4 დღეში მოახერხეს. წლის ბოლომდე მოკავშირეებმა თითქმის მთელი საფრანგეთი დაიკავეს და გემანიის საზღვრებს მიადგნენ. პარალელურად საბჭოთა არმიამ დიდ წარმატებას მიაღწია. 1944 წლის დასაწყისისთვის შეუტიეს ლენინგრადისა და უკრაინის მიმართულებით, დაამარცხეს ფინეთი. აგვისტოს ბოლოს სსრკ-ს მთელი ტერიტორია გათავისუფლდა; საბჭოთა არმიამ აღმ.
პრუსია და პოლონეთი დაიკავა, რუმინეთი და ბულგარეთი კი, ომიდან გამოთიშა, სექტემბერში კი იუგოსლავიაშიც შევიდა. 1945 წლის იანვრისთვის საბჭოთა ჯარები ბერლინიდან 60კმ-ზე შეჩერდნენ. 1945 წლის 4-12 თებერვალს იალტაში(ყირიმი) მოეწყო სამი მოკავშირე ქვეყნის - აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და სსრკ-ს მეთაურების შეხვედრა. ამ შეხვედრაზე გადაწყდა: გერმანიის დამარცხების შემდეგ, მისი საბოლოო ბედის გადაწყვეტამდე მოკავშირეები ზონებად დაყოფდნენ, სადაც მათი ჯარები განლაგდებოდნენ; ომის შემდგომ შექმნიდნენ ახალ საერთაშორისო ორგანიზაციას - გაერთიანებული ერების კონფერენციას;
საბჭოთა კავშირი ვალდებულებას იღებდა გერმანიის დამარცხების შემდეგ, ჩაბმულიყო იაპონიის წინააღმდეგ ომში; სამაგიეროდ, საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერიის მიერ დაკარგული სამხ. სახალინისა და კურილიის კ-ებს ითხოვდა. 1945 წლის თებერვალში მოკავშირეთა ჯარებმა გერმანიისკენ შეტევა დაიწყეს. მარტში მათ მდ. რაინი გადალახეს და რურის ოლქში გერმანული ჯარები ალყაში მოაქციეს. 16 აპრილს ბერლინზე შეტევა დაიწყო. ამასობაში იტალიაში პარტიზანებმა დაიჭირეს მუსოლინი და სიკვდილით დასაჯეს. მისი გვამი მილანის მოედანზე თავდაყირა დაკიდეს. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ჰიტლერმა თავის მოკვლა გადაწყვიტა. 30 აპრილს მან თავი მოიკლა. მისი
40
გვამი დაწვეს. იმავე დღეს საბჭოთა ჯარისკაცებმა რაიხსტაგი (მთავრობის სასახლე) აიღეს. 7 მაისს დასავლეთის ფრონტზე გერმანიის ჯარმა იარაღი დაყარა. 8 მაისს, გვიან ღამით გერმანიის ჯარების ფელდმარშალმა კაიტელმა ბერლინში უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერა ხელი. გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ, ბერლინში შეიკრიბნენ: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უ. ჩერჩილი(28 ივლისიდან ის შეცვალა ეტლიმ) აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი და იოსებ სტალინი. ბერლინთან ახლოს ქ. პოსტდამში (17 ივლისი-2 აგვისტო) ჩატარდა კონფერენცია, რომელზეც საბოლოოდ გადაწყდა გერმანიის მომდევნო ბედი. უნდა აკრძალულიყო ნაციონალ-სოციალისტური პარტია, იაპონიას მოსთხოვეს უსიტყვო კაპიტულაცია და ა.შ. ევროპაში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, მოკავშირეთა ერთადერთ მოწინააღმდეგეს იაპონია წარმოადგენდა. 8 აგვისტოს სსრკ-მ ომი გამოუცხადა იაპონიას და მანჯურიაში განლაგებულ იაპონიის ჯარების წინააღმდეგ, საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. საბჭოთა ჯარებმა მალე დაიკავეს ჩდ.აღმ. ჩინეთი, ჩდ. კორეა, კ.სახალინი და კურილიის კ-ები. 6 და 9
აგვისტოს აშშ-მ იაპონიის ორ ქალაქში ჰიროსიმასა და ნაგასაკიში 2 ატომური ბომბი ჩააგდო, რის შედეგადაც 140 000 ადამიანი დაიღუპა. შემდგომმა რადიაციამ მომდევნო წლებში კიდევ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. იაპონია იძულებული გახდა 1945 წლის 2 სექტემბერს ტოკიოს ყურეში კაპიტულაციაზე მოეწერა ხელი. ამ აქტით მე-2 მსოფლიო ომი დასრულდა.
II მსოფლიო ომში 72 სახელმწიფო მონაწილეობდა. სხვადასხვა მონაცემებით 60-დან 75 მლნ-მდე ადამიანი დაიღუპა. (მათ შორის 40 მლნ. მშვიდობიანი მოქალაქე) გერმანელთა მიერ შექმნილ საკონცენტრაციო ბანაკებსა და გეტოებში 6 მლნ. ებრაული წარმოშობის ადამიანი მოკლეს. ებრაელების, ასევე ბოშების, სექსუალური უმცირესობების მასიურ გენოციდს ეწოდება ჰოლოკოსტი ( ინგლ. "სრულიად დაწვა"). II მსოფლიო ომის ერთ-ერთი მძიმე ეპიზოდია ლენინგრადის ბლოკადა, რომელიც 1941-44 წწ. 900 დღე გრძელდებოდა. გერმანელების მიერ ალყაშემორტყმულ ქალაქში სურსათის შეტანა ვერ ხერხდებოდა, რამაც მასობრივი შიმშილი და მოსახლეობის დაღუპვა გამოიწვია.
გერმანიის დამარცხების შემდეგ პოლონეთს დაუბრუნდა აღმ. პრუსია და ზემო სილეზია, საფრანგეთს ელზას-ლოტარინგია და საარის მხარე; თავად გერმანია ორ სახელმწიფოდ აღმ. და დას-ად დაიშალა. სსრკ მ 1940 წელს დაიპყრო ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, აზიაში სახალინი, კურილიის კ-ები. გასაბჭოვდა აღმ. ევროპის ქვეყნები, ჩდ. კორეა; გაეროს ინიციატივით ახალი ებრაული სახელმწიფო - ისრაელი შეიქმნა. ომის შემდეგ 1945წ. 20 ნომებრიდან 1946წ. 1 ოქტომბრამდე გერმანიის ქ. ნიურნბერგში გაიმართა II მსოფლიო ომის დამნაშავეთა სასამართლო პროცესი, სადაც გასამართლდენენ გერმანელი პოლიტიკური მოღვაწეები - გერმანიის სამხედრო ძალების მთავარსარდალი ჰერმან გერინგი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოხიმ რიბენტროპი, რუდოლფ ჰესი(ჰიტლერის მოადგილე პარტიის მართვის საკითხებში), კარლ დენიცი ( გერმ. ფლოტის ადმირალი), ვილჰელმ კაიტელი( შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი) და სხვ. 12 მათგანს (მათ შორის: გერინგს, რიბენტროპს, კაიტელს და სხვ.) სიკვდილით დასჯა, დანარჩენს კი, სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯეს.
II მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაგან ნახევარი შინ არ დაბრუნებულა. ქართველები იბრძოდნენ ყირიმის ნ.კ-ზე, კავკასიის ფრონტზე, მოსკოვთან, ლენინგრადთან,სტალინგრადში, კურსკთან და ა.შ. საბჭოთა არმიის რიგებში თავი ისახელეს გენერალმა კონსტანტინე ლესელიძემ, პორფირე ჩინჩიბაძემ, ვლადიმერ ნანეიშვილმა და სხვ. დიდი ნაწილი გერმანელების ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, სადაც პარტიზანულ ბრძოლებში
41
მონაწილეობდნენ - უკრაინაში, ბელორუსიაში პოლონეთში და ა.შ. განსაკუთრებით სახელი გაითქვა იტალიაში ფორე მოსულიშვილმა. II მსოფლიო ომის დროს ქართველები გერმანული ჯარების შემადგენლობაშიც იბრძოდნენ. 1921 წელს საქართველოდან ევროპაში წასული ემიგრანტებისგან და ტყვედ ჩავარდნილ ქართველ ჯარისკაცთა ნაწილიდან შედგა 15 ბატალიონი და ორი დივერსიული რაზმი - თამარა I და თამარა II. ბატალიონების სახელწოდებები იყო "მეფე ერკლე II", "დავით აღმაშენებელი",
"თამარ მეფე", " ილია ჭავჭავაძე", "შოთა რუსთაველი" და ა.შ. ამ ადამიანებს სურდათ გერმანელების დახმარებით, საქართველო კომუნისტური რეჟიმისგან გაეთავისუფლებინათ.
Комментариев нет:
Отправить комментарий