ა) XVIII ს-ის 60-იანი წლები და გეორგიევსკის ტრაქტატი
ვახტანგ VI-ის რუსეთში გადახვეწის შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოს ჯერ თურქები დაეპატრონენ (ე.წ. „ოსმალობა“), შემდეგ კი - სპარსელები („ყიზილბაშობა“). მალე ირანელების ახალ შაჰს ნადირ შაჰს თურქების წინააღმდეგ ქართველების დახმარება დასჭირდა. ამიტომ 1744 წელს მან უფლება მისცა თეიმურაზ II-ს და მის ვაჟს ერეკლე II-ს მეფეებად ქრისტიანული წესით კურთხეულიყვნენ. ერთ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ თეიმურაზი ქართლის, ხოლო ერეკლე კახეთის ქრისტიანი მეფეები გახდნენ. ისინი ფორმალურად ირანის ვასალებად ითვლებოდნენ. თეიმურაზი ამ დამოკიდებულებიდან თავის დაღწევას ცდილობდა და ქრისტიანულ რუსეთში დასახმარებლად რამდენიმე ელჩობაც გაგზავნა. 1760 წელს თავადაც გაემგზავრა პეტერბურგში, მაგრამ მისმა ელჩობამ შედეგი ვერ მოიტანა. უკან გამობრუნებისას, გზაში ის გარდაიცვალა და ქ. ასტრახანში სიმამრის, ვახტანგ VI-ის გვერდით, დაკრძალეს.
ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II გახდა. მის დროს ქვეყანა ზალიან გაძლიერდა. ერევნის, განჯის და ნახჭევანის ხანები მას ემორჩილებოდნენ. 1751 წელს მან ირანის ტახტის ერთ-ერთი პრეტენდენტი აზატ-ხანიც კი დაამარცხა. იმავე პერიოდში იმერეთში სოლომონ I მეფობდა, რომელმაც 1757 წელს ხრესილის ბრძოლაში თურქები დაამარცხა. შემდეგ მისი ინიციატივით 1759 წელს მოიწვიეს საეკლესიო კრება, რომელზეც დასავლეთ საქართველოს მთავრებმა და დიდებულებმა მეფეს შეჰფიცეს, რომ უარს იტყოდნენ ე. წ. „ტყვის სყიდვაზე.“ ასევე სოლომონმა და ერეკლემ ერთმანეთტან მეგობრობის და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება გააფორმეს.
XVIII ს-ის 60-იანი წლების ბოლოს, 1768 წელს რუსეთ-თურქეთის ომი დაიწყო, რომელიც 1774 წლამდე გაგრძელდა და მასში რუსების მხარეს ორივე ქართველი მეფე იბრძოდა. 1770 წელს რუსებმა საქართველოში გენერალ ტოტლებენის მეთაურობით ჯარი გამოგზავნეს. ტოტლებენი ერეკლესთან ერთად აწყურის ციხის, სადაც თურქული გარნიზონი იდგა, ასაღებად გაემართა. რუსებმა ციხე ვერ აიღეს და უკან ქართლში გაბრუნდნენ. მიუხედავად ამისა, მარტო დარჩენილმა ერეკლემ ქართველთა ჯარით ასპინძის ბრძოლაში თურქები დაამარცხა. ამის შემდეგ ის ქართლში დაბრუნდა და რუსეთის იმპერეტორი ეკატერინე II აიძულა ტოტლებენი უკან გაეწვია. 1774 წელს რუსეთსა და თურქეთს შორის გაფორმდა ქუჩუკ-კაინარჯის ზავი. საქართველოსთვის ფაქტიურად არაფერი შეიცვალა - დასავლეთ საქართველო კვლავ თურქების გავლენის ქვეშ დარჩა. ამ ომში მონაწილეობის გამო ერეკლეს ურთიერთობა გაუფუჭდა არა მხოლოდ თურქეთთან და მის მოკავშირე ლეკებთან, არამედ ირანთანაც, რომელსაც არ აწყობდა რუსეთის ასეთი აქტიურობა კავკასიაში. მიუხედავად ამისა, ერეკლე მაინც აგრძელებდა რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას და 1782 წელს მან ქართლ-კახეთის მფარველობაში მიღების შესახებ ეკატერინე II-ს ოფიციალურად მიმართა. 1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკის ციხე-სიმაგრეში ხელი მოაწერეს ტრაქტატს, ქართლ-კახეთის რუსეთის მფარველობაში შესვლის შესახებ.
ტრაქტატის თანახმად რუსეთი ცნობდა ქართლ-კახეთის ტახტზე ერეკლეს და მისი შთამომავლების სამუდამო უფლებას; რუსეთი ვალდებულებას იღებდა არ ცარეულიყო ქართლ კახეთის საშინაო საქმეებში და ჩათვლიდა ამ ქვეყნის მტრებს საკუთარ მტრებად; ამავე დროს ქართლ-კახეთი რუსეთის დაუკითხავად არ აწარმოებდა დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას;
ქართული ეკლესიის მმართველობა უცვლელი რჩებოდა. ტრაქტატს ახლდა საიდუმლო
24
პუნქტებიც: რუსეთს ქართლ-კახეთში უნდა გამოეგზავნა 2 ბატალიონი და 4 ზარბაზანი, ხოლო ომის შემთხვევაში უნდა გაეზარდა ჯარის რაოდენობა; ქართული ჯარი საჭიროების შემთხვევაში რუსეთის ხარჯებით მონაწილეობას მიიღებდა მათ მიერ წარმოებულ ომებში; სხვების მიერ მიტაცებული ქართული მიწების დაბრუნების შემთხვევაში, რუსეთი ვალდებული იყო ისინი ქართლ-კახეთისთვის გადაეცა.
ბ) ქართლ-კახეთის ანექსია
გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ ერეკლე II-ს ურთიერთობა დაეძაბა ირანთან. ირანის შაჰმა აღა-მაჰმად-ხანმა წერილი მოწერა ერეკლეს, სადაც მოითხოვა რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტა და ირანის ქვეშევრდომობის აღიარება. წინააღმდეგ შემთხვევასი ის აფრთხილებდა ქართველ მეფეს, რომ მის სამეფოში ილაშქრებდა. ერეკლეს კვლავ რუსების დახმარების იმედი ჰქონდა, თუმცა ის მოტყუვდა. 1795 წელს კრწანისთან მოხდა ბრძოლა, რომელსიც ირანელთა 35 000-იან არმიას მოუმზადებელი ერეკლე 5000 მეომრით დაუპირისპირდა. ორდღიანი ბრძოლის სემდეგ, ქართველები დამარცხდნენ და 11 სექტემბერს ირანელებმა თბილისი აიღეს. მალე აღა-მაჰმად-ხანი უკან გაბრუნდა. შემდეგ ის კვლავ ემზადებოდა საქართველოში სალაშქროდ, მაგრამ შეთქმულებმა მოკლეს. 1798 წლის 11 იანვარს 78 წლის ერეკლე გარდაიცვალა. ტახტზე მისი უფროსი ვაჟი გიორგი XII ავიდა. 1801 წლის დასაწყისში მის სიცოცხლეშივე რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა ხელი მოაწერა პაქტს ქართლ კახეთში მეფობის გაუქმების შესახებ. იმავე წელს გიორგი XII გარდაიცვალა და 12 სექტემბერს რუსეთის ახალმა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გამოსცა ახალი მანიფესტი ქართლ-კახეთში მეფობის გაუქმების შესახებ.
გ) იმერეთის სამეფოს გაუქმება
1789 წელს იმერეთის დელეგაციამ ერეკლე II-ს შესთავაზა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გაერთანება, თუმცა ერეკლემ უარი განაცხადა. მისი მოტივაცია იმაში მდგომარეობდა, რომ ამით თურქეთი გაღიზიანდებოდა. იმერეთში გამეფდა ერეკლეს შვილიშვილი სოლომონ II.
ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების შემდეგ, 1802 წელს რუსეთის მფარველობაში შევიდა სამეგრელოს მთავარი გრიგოლ დადიანი. 1804 წელს სოლომონ II იძულებული გახდა დაედო ელაზნაურის შეთანხმება, რომლის თანახმად იმერეთი და გურია რუსეთის მფარველობაში შევიდნენ. რუსეთმა ესეც არ იკმარა და 1810 წელს იმერეთში მეფობა გააუქმა.
სოლომონ II თურქეთში გაიქცა და იქიდან ცდილობდა რუსეთთან ბრძოლას. მან დახმარებისთვის ნაპოლეონ ბონაპარტსაც კი მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. სოლომონ II 1815 წელს ტრაპიზონში გარდაიცვალა.
Комментариев нет:
Отправить комментарий