XVI ს-ის 30-იანი წლებიდან ქართლსა და კახეთში ირანელების მიერ დანიშნული მუსლიმი მმართველები ისხდნენ. ქართლს თუ ქართლის ბაგრატიონების შთამომავლები მართავდნენ, კახეთი ირანელი ხანების ხელში იყო. XVI ს-ის ბოლოდან ქართლის მმართველები, იგივე `გურჯისტანის ვალები~ იძულებული იყვნენ ირანელთა მიერ წარმოებულ ბრძოლებში მიეღოთ მონაწილეობა. გიორგი XI თავისი ჯარით ავღანეთში იბრძოდა. ის ირანის ჯარების მთავარსარდალი და ავღანეთის მმართველიც კი გახდა. ამ დროს ქართლს მისი მოადგილე (`ჯანიშინი~), ძმისწული ვახტანგ VI მართავდა. თუ ვალი აუცილებლად მუსლიმი უნდა ყოფილიყო, ჯანიშინი შესაძლოა ქრისტიანიც ყოფილიყო. ვახტანგი ხელს უწყობდა ქვეყნის ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას. მის დროს, 1709 წელს თბილისში დაარსდა სტამბა,
სადაც სახარება და `ვეფხისტყაოსანი~ დაიბეჭდა; შედგა `სწავლულ კაცთა კომისია~, რომელიც საისტორიო კრებულის `ქართლის ცხოვრების~ განახლებასა და გაგრძელებაზე იმუშავა. გიორგი XI და მისი მემკვიდრე `გურჯისტანის ვალი~ ქაიხოსრო (ვახტანგის ძმა) ავღანელებთან ბრძოლას შეეწირნენ. 1711 წელს ქაიხოსროს დაღუპვის შემდეგ შაჰმა არჩევანი ვახტანგზე შეაჩერა. 1712 წელს `გურჯისტანის ვალად~ ანუ ქართლის ტახტზე დასამტკიცებლად ვახტანგი ისპაჰანში გაემგზავრა.
მის ამალაში იყო სულხან-საბა ორბელიანიც. შაჰმა ვახტანგს გამაჰმადიანება მოსთხოვა. ვახტანგს ისლამის მიღება არ სურდა, ამიტომ უარი თქვა. შაჰმა ის დაატყვევა, ხოლო `გურჯისტანის ვალად~ მისი მუსლიმი ძმა, იესე ალი ყული-ხანი დაამტკიცეს.
ვახტანგმა სცადა ირანის შაჰზე გავლენა ევროპელი მონარქების საშუალებით მოეხდინა და სულხან-საბა ევროპაში ელჩად გაგზავნა. 1714 წელს სულხან-საბა შეხვდა რომის პაპს და საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ს. სულხან-საბა საფრანგეთის ეკონომიკურად დაინეტერსებასაც ცდილობდა. მან ევროპულ სახელმწიფოს საქართველოს გავლით იაფი აბრეშუმის მიწოდება შესთავაზა. 1715 წელს ლუი XIV გარდაიცვალა და ეს ელჩობა უშედეგოდ დასრულდა.
ვახტანგი იძულებული გახდა ისლამი მიეღო და ამის შემდეგ შაჰმა ის `გურჯისტანის ვალად~ (ქართლის მეფედ) დაამტკიცა. ვახტანგი ირანის გავლენისგან ქვეყნის დახსნას ცდილობდა და ამჯერად გაძლიერებულ რუსეთს მიმართა.
1715 წლიდან რუსეთის მეფის, პეტრე I-ის ელჩი ირანში იყო არტემ ვოლინსკი, რომელსაც გაეკვეული დაზვერვითი სამუშაოების ჩატარებაც ევალებოდა. 1719 წელს ის ასტრახანის გუბერნატორად დანიშნეს. ვოლინსკიმ ვახტანგათან მოლაპარაკებები დაიწყო. პეტრე I-ს კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროს დაკავება ჰქონდა განზრახული და ამ საქმეში ვახტანდის დახმარება ჭირდებოდა. ამ გეგმას ქართლში აღფრთოვანებით შეხვდნენ. 1722 წელს პეტრე I-ის ჯარმა კასპიის ნაპირებზე სამხედრო მოქმედებები დაიწყო. იმავე წელს ვახტანგის გადაბირება მოინდომა თურქეთის სულთანმაც. მისი სახელით ვატხანგს არზრუმის ფაშა ეწვია. ირანის წინააღმდეგ
22
ბრძოლის სანაცვლოდ ვახტანგს თურქეთის სულთანი მთელ საქართველოს პირდებოდა. ქართლის მეფემ ეს წინადადება არ მიიღო. ამასობაში რუსეთის ჯარმა კასპიისპირეთში სამხედრო მოქმედებები შეაჩერა.
1723 წელს ირანის ახალი შაჰის, თამაზის ბრძანებით, კახეთის მეფე კონსტანტინემ დაქირავებული ლეკების, განჯისა და ერევნის ხანების დახმარებით, სამთვიანი ბრძოლის შემდეგ თბილისი აიღო. ვახტანგი ცხინვალში გამაგრდა. არზრუმის ფაშამ ვახტანგს კვლავ შესთავაზა, სულთნის ძალაუფლება ეცნო და მისი წინადადება მიეღო. მეფის დარბაზიც თურქების წინადადებისკენ იხრებოდა, თუმცა ვახტანგს რუსების დახმარების იმედი ჰქონდა და ამიტომ თურქებთან მოლაპარაკებებს აჭიანურებდა. როცა თურქებმა ჩათვალეს, რომ ვახტანგი მათ ატყუებდა, ქართლში შეიჭრნენ. 1724 წელს თურქები და რუსები შეთანხმდნენ: თურქეთი ცნობდა კასპიისპირეთის რუსეთთან შეერთებას, სანაცვლოდ კი აღმოსავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ სომხეთსა და ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს იღებდა. იმავე წელს ვახტანგ VI 1200 კაციანი ამალით რუსეთში გადასახლდა. მასთან ერთად იყო სულხან-საბა ორბელიანიც.
Комментариев нет:
Отправить комментарий