1992 წლის 31 ივლისს საქართველო გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) 179 - ე წევრი. გაერო მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე 1945 წლის 26 ივნისს შეიქმნა. საქართველო თანამშრობლობს გაეროს დაქვემდებარებაში მყოფ სხვადასხვა ორგანიზაციებთან - უნისეფთან ((Unicef - გაეროს ბავშვთა ფონდი), გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან, გაეროს განვითარების პროგრამასთან და იუნესკოსთან ((Unesco - გაეროს საგანმანათლებლო სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაცია).
1998 წლის 27 აპრილს საქართველო გახდა, ევროპის საბჭოს 41 - ე წევრი, ეს ორგანიზაცია 47 სახელმწიფოს აერთიანებს. საქართველოს ევროპის საბჭოში მიღების დროს, საქართველოს
48
პარლამენტის თავმჯდომარემ ზ. ჟვანიამ წარმოსთქვა ისტორიული ფრაზა: “მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი”.
1995 წელს შეიქმნა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, რომლის მიზანს გლობალური სავაჭრო კანონების დაწესება და მის წევრ ქვეყნებს შორის სადავო ეკონომიკური საკითხების მოგვარება წარმოადგენს. 2000 წელს საქართველო ამ ორგანიზაციის სრულ-უფლებიანი წევრი გახდა.
1975 წელს ჰელსინკში დაფუძნებულ ორგანიზაციას, 1995 წლიდან ეუთო (ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაცია) ეწოდა. ამ ორგანიზაციაში საქართველო 1992 წლიდან გაწევრიანდა.
საქართველოს თანამშრომლობს ევროკავშირთან და ნატოსთან, რომელთა წევრიც არ არის.
ევროკავშირი აერთიანებს ევროპის 27 ქვეყანას. ის წარმოადგენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაერთიანებას. რაც გგულისხმობს მასში შემავალი ერების საერთო მოქალაქეობას, მათ თავისუფალ გადაადგილებას ევროკავშირი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, საერთო საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის წარმოებას, მჭიდრო თანამშრომლობას სამართლებრივ და ეკონომიკურ სფეროებში, რისი მთავარი პირობაც საერთო ვალუტა - ევროა. 1996 წელს საქართველომ ხელი მოაწერა, “საშუალედო
შეთანხმებას”, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. 2006 წელს - სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, საქართველო - ევროკავშირის სამოქმედო გეგმას.
1997 წ. ნატოსთან შეიქმნა ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭო და საქართველო მისი ერთ ერთი დამფუძნებელი გახდა. 2004 წლის 29 ოქტომბერს ნატოს უმაღლესმა ორგანომ ჩრდილო ატლანტიკურმა საბჭომ დაამტკიცა საქართველოს “ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმა”.
Комментариев нет:
Отправить комментарий