понедельник, 20 июля 2026 г.

მონღოლები საქართველოში

მონღოლები საქართველოში პირველად 1220 წელს გამოჩნდნენ. საქართველოს მეფე, თამარის ვაჟი გიორგი  IV–ლაშა შეებრძოლა მათ, მაგრამ დამარცხდა. თუმცა მაშინ მონღოლები საქართველოში არ დარჩენილან (ეს იყო ხორეზმშაჰის მუჰამედის მდევარი რაზმი), მათ გზა ჩრდილოეთისაკენ განაგრძეს და კავკასიონით სამხრეთ რუსეთში გადავიდნენ. აქ 1223 წელს დაამარცხეს რუსების და ყივჩაღების გაერთიანებული არმია. ისინი 30-იან წლებამდე საქართველოში აღარ გამოჩენილან. ამასობაში მონღოლებისგან დამარცხებული მუჰამედ ხორეზმშაჰის ვაჟმა ჯალალედინმა შეძლო ახალი არმიის შეკრება, დაიპყრო ირანი და აზერბაიჯანი და 1225 წელს საქართველოს მოადგა. დაბა გარნისთან (თანამ. სომხეთი) ქართველები დამარცხდნენ და ჯალალედინმა თბილისი აიღო. ამ დროს საქართველოს მეფე იყო ლაშა-გიორგის და,  

რუსუდანი(1223–1245 წწ.). თუმცა მალე ირანში მონღოლების გამოჩენის გამო ჯალალედინი გაიქცა და ლტოლვილობაში დაასრულა სიცოცხლე. 

XIII საუკუნის 30–იანი წლების მიწურულს მონღოლებმა აღმოსავლეთ საქართველო მთლიანად დაიმორჩილეს. მონღოლთა სახელმწიფოს შემადგენლობაში საქართველო შევიდა როგორც ცალკე სამხედრო–ადმინისტრაციული ერთეული– „გურჯისტანის ვილაეთი“. მას ჩამოაცილეს ვასალური მუსლიმური ქვეყნები რანი და შირვანი. ვილაეთებს მართავდნენ დიდი ყაენის მიერ დადგენილი მოადგილეები. ქართველებს მონაწილეობა უნდა მიეღოთ მონღოლთა ლაშქრობებში და ეხადათ ხარკი. 

რუსუდანის გარდაცვალების შემდეგ მონღოლებმა საქართველოში დაამტკიცეს ორი მეფე: დავით VII ლაშა–გიორგის ძე (ულუ–უფროსი) და დავითVI რუსუდანის ძე(ნარინი–უმცროსი). შემდგომში დავით ნარინი დას. საქათველოში გადავიდა და ქვეყანა ფაქტიურად ორად გაიყო.

15 

1254 წელს მონღოლებმა დაპყრობილ ქვეყნებში აღწერა ჩაატარეს. აღიწერა ყველაფერი– ადამიანები,  საქონელი, ტყეები,მდინარეები და ა.შ. დავთარში შეიყვანეს 15–დან 60–წლამდე ყველა სალაშქროდ გამოსადეგი მამაკაცი. გადასახადი დააკისრეს ყველას– სოფლის მეურნეებს, ვაჭრებს, მეთევზეებს.  გადასახადისგან გათავისუფლდნენ მხოლოდ– მოხუცები, ქალები,ბავშვები, კულტის მსახურები, ეკლესია და მისი მიწა–წყალი. საქართველო დაიყო რვა დუმნად(ათიათასეულად). ეს იყო სამხედრო ერთეული,  რომელსაც სამოქალაქო ფუნქციაც ჰქონდა. ყველა სამოქალაქო ხელისუფალი დუმნის თავს– მხედართმთავარს ემორჩილებოდა. საქართველოში 14–მდე სახეობის გადასახადი მოქმედებდა,  რომლებსაც ქართველები ,,სათათროს“ ეძახდნენ. ეს გადასახადები იყო: მალი-სოფლის მეურნეობაზე,  წლიური სემოსავლის 60%, ყაფჩერი-ას სულ საქონელზე ერთი, ულუფა-მონღოლი მოხელეებისთვის განკუთვნილი საჩუქარი ფულის და ცხვრის სახით, ტამღა-სავაჭრო გადასახადი 3%-ის ოდენობით, საიამე გზებზე აგებული სადგურების შეკეთების და იქ გაჩერებული მონღოლების საკვებით უზრუნველყოფა, ულაყი-საფოსტო ცხენების გადასახადი, სატუზღუე-მონღოლი მოხელისთვის ფეოდალებისგან გაღებული ძღვენი ძვირფასი ნივთების სახით, თაღარა-სალაშქროდ მიმავალი მონღოლის საკვები, ნემარი სახელმწიფოსგან დაწესებული დამატებითი გადასახადი, თარხი-მოუსავლიანობის შემთხვევაში სახელმწიფოსთვის პროდუქტების დაბალ ფასებში მიყიდვა, საელჩო-ელჩების საჭიროებისთვის ულაყის და ულუფის გადასახადი, ბაჟი-საგზაო გადასახადი ვაჭრებისთვის, ბეგარა-იძულებითი მუსაობა სასახლეების, გზების, არხების მშენებლობაზე და სამხედრო ბეგარა-მონღოლთა ჯარში სამსახური, ცხრა კომლიდან ერთი მოლაშქრე. 


Комментариев нет:

Отправить комментарий