I მსოფლიო ომის მსვლელობისას მის მონაწილე ქვეყნებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. 1917 წლის თებერვალში რუსეთში ბურჟუაზიულ–დემოკრატიული რევოლუცია მოხდა. მარტში თავის ძმის მიხეილის სასარგებლოდ იმპერატორი ნიკოლოზ II ტახტიდან გადადგა, მაგრამ 1 დღეში მიხეილმაც ტახტზე უარი თქვა და რუსეთში რესპუბლიკა გამოცხადდა. სახელმწიფოს სათავეში დროებითი მთავრობა ჩაუდგა. რუსეთის დროებითმა მთავრობამ ამიერკავკასიის მართვა სამხარეო ხელისუფლების ორგანოს ამიერკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტს ( ოზაკომს) დაავალა, რომლის თავჯდომარე რუსეთის კონსტიტუციურ–დემოკრატიული (კადეტთა) პარტიის წევრი ხარლამოვი გახდა.
კომიტეტში შედიოდა სიციალისტ–ფედერალისტი კიტა აბაშიძე. აპრილში საქართველოში შეიქმნა ინტერპარტიული საბჭო, რომელშიც საქართველოში მოქმედი პარტიები და პოლიტიკური მიმდინარეობები გაერთიანდნენ. ესენი იყვნენ: სოციალ–დემოკრატები, სოციალ–ფედერალისტები, ეროვნულ–დემოკრატები, სოციალურ–დემოკრატიული ჯგუფი „ალიონი“ და ა.შ. ამ საბჭოს თავჯდომარე
29
გახდა აკაკი ჩხენკელი. ეს საბჭო რუსეთისგან საქართველოს გამოყოფის საკითხს არ აყენებდა (ამას მხოლოდ ეროვნულ-დემოკრატები მოითხოვდნენ). საბჭოს აზრით რუსეთში ფედერაციული სახელმწიფოს შექმნის შემთხვევაში საქართველოს ავტონომია უნდა მოეთხოვა, ხოლო უნიტარული სახელმწიფოს შექმნის პირობებში რუსეთთან ურთიერთობა გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე უნდა გაეგრძელებიათ. რუსეთის დემოკრატიული რესპუბლიკა და დროებითი მთავრობა უდღეური აღმოჩნდა. მის წინააღმდეგ მოქმედებდა რუსეთის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოები, სადაც დიდი გავლენა ჰქონდა რუსეთის სოციალ–დემოკრატიული პარტიის ბოლშევიკურ ფრთას. მათ საკუთარი სამხედრო დანაყოფი წითელი გვარდია ჰყავდა. ბოლშევიკთა ლიდერმა ლენინმა 1917 წლის აპრილში გაზეთ “პრავდაში“ გამოაქვეყნა ე.წ. აპრილის თეზისები, რომლის თანახმად რუსეთში პარლამენტური რესპუბლიკის ნაცვლად უნდა შექმნილიყო მუშათა, მოჯამაგირეთა და გლეხთა საბჭოების რესპუბლიკა და ძალაუფლება ხელში უნდა აეღო პროლეტარიატს და უღარიბეს გლეხობას. 1917 წლის 25 ოქტომბერს (7 ნოემბერს) ბოლშევიკებმა დროებითი მთავრობა დაამხეს და ძალაუფლება ხელში აიღეს. საქართველოში ოზაკომმა არსებობა შეწყვიტა. ინტერპარტიულმა საბჭომ რუსეთის ახალი ხალისუფლება არ ცნო. 1917
წლის 15 ნოემბერს თბილისში სამხარეო ხელისუფლების ახალი ორგანო – ამიერკავკასიის კომისარიატი დაარსდა ( თავჯდომარე მენშევიკი ევგენი გეგეჭკორი). 19 ნოემბერს გაიმართა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა, რომელმაც მენშევიკ ნოე ჟორდანიას თავჯდომარეობით აირჩია ეროვნული საბჭო. საბჭოში შედიოდნენ სხვადასხვა პარტიების, საინგილოს და აჭარის წარმომადგენლები: აკაკი ჩხენკელი, ნიკო ნიკოლაძე, ნოე რამიშვილი, გიორგი ლასხიშვილი, კოტე აფხაზი, მემედ-ბეგ აბაშიძე, რაფიელ ივანიცკი.. ეს საბჭოც გაემიჯნა რუსეთს. ისინი თვლიდნენ, თუ რუსეთში დემოკრატიული მთავრობა აღდგებოდა, მაშინ მასში საქართველო ცალკე ავტონომიად შევიდოდა; თუ არა, მოიწვევდნენ დამფუძნებელ კრებას და დამოუკიდებლობას გამოაცხადებდნენ. 1918 წლის მარტში რუსეთსა და გერმანიას შორის დადებული ბრესტის ზავის შემდეგ, ამიერკავკასიის კომისარიატმა თურქეთთან დაიწყო მოლაპარაკება. მაგრამ თურქეთი ამიერკავკასიას განიხილავდა როგორც რუსეთის ნაწილს და ამიტომ მოლაპარაკება ჩაიშალა. აპრილში თურქებმა დაიკავეს ბათუმი, ოზურგეთი და მესხეთი. ქართულმა ჯარმა თურქების შეტევა მდინარე ჩოლოქთან გააჩერა. 22 აპრილს ამიერკავკასიის სეიმმა ახალი სახელმწიფოს ,
ამიერკავკასიის დემოკრატიულ-ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა. მასში შედიოდნენ : საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. მთავრობის თავმჯდომარე გახდა აკაკი ჩხენკელი. 11 მაისს განახლდა მოლაპარაკება თურქეთთან. თურქეთი ბრესტის ზავით მინიჭებული ბათუმის, ყარსის და არტაანის გარდა, ახლა ახალციხის და ახალქალაქის მაზრებსაც მოითხოვდა. გარდა ამისა, ამიერკავკასიის ქვეყნებს სხვადასხვა ინტერესები ჰქონდა : აზერბაიჯანს-თურქოფილური, საქართველოს-გერმანო– ფილური, ხოლო სომხეთს-ანგლოფილური. აკაკი ჩხენკელი ბათუმში შეხვდა გერმანიის დელეგაციის თავმჯდომარე გენერალ ფონ ლოსოვს. ამ მოლაპარაკების დროს დადგინდა, რომ გერმანია საქართველოს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიცავდა, თუ ამიერკავკასიის ფედერაცია დაიშლებოდა და საქართველო დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გადაწყვიტა 26 მაისს ქ. თბილისში სეიმის სხდომა მოეწვია. აქ ფედერაცია დაშლილად გამოცხადდა და საქართველოს დამოუკიდებლობის აქტით საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა შეიქმნა. 3 ივნისს თურქეთთან დაიდო ზავი, რომლის თანახმადაც ბათუმის ოლქთან ერთად, ახალციხის და ახალქალაქის ოლქიც მათ გადაეცათ. ნოემბერში გერმანიის და მისი მოკავშირეების დამარცხების შემდეგ, თურქებმა ახალციხე და ახალქალაქი დატოვეს, ხოლო 1919 წელს ინგლისის ჩარევით საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ბათუმის ოლქიც დაიბრუნა.
30
საბჭოთა რუსეთი იმპერიის ტერიტორიების დაკარგვას ვერ ეგუებოდა, თუმცა საქართველოს მთავრობამ მოახერხა და 1920 წლის 7 მაისს დადო ხელშეკრულება რუსეთის სოციალისტურ ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობასთან, რომლის თანახმადაც რუსეთი ცნობდა საქართველოს დამოუკიდებლობას, იღებდა ვალდებულებას არ ჩარეულიყო საქართველოს საშინაო საქმეებში და თავს არ დაესხმოდა მას. საქართველო თავის მხრივ კისრულობდა თავის ტერიტორიაზე რუსეთის მიმართ მტრული მოქმედებები არ დაეშვა და კომუნისტური ორგანიზაციებისთვის მიეცა მოქმედებების თავისუფლება. მიუხედავად ამისა რუსეთი ემზადებოდა საქართველოს ოკუპაციისათვის. 1920 წლის ბოლოს, აზერბაიჯანის და სომხეთის დაპყრობის შემდეგ ჯერი საქართველოზე მიდგა. 1921 წლის თებერვალში საქართველოს ლორეს ოლქში მოხდა გამოსვლა მთავრობის წინააღმდეგ და იქ საბჭოთა მთავრობა, ე. წ. “შულავერის კომიტეტი” შეიქმნა. მისი წევრები იყვნენ: სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე, მამია ორახელაშვილი, ბუდუ მდივანი, შალვა ელიავა, მამია ოკუჯავა, ლადო დუმბაძე, ალექსანდრე გეგეჭკორი და სხვ. მათი დახმარების საბაბით საქართველოში რუსეთის წითელი არმია (მეთერთმეტე არმია) შემოვიდა და 25
თებერვალს თბილისი აიღო. საქართველოს მთავრობა ნოე ჟორდანიას მეთაურობით ჯერ ბათუმში გადავიდა, ხოლო შემდეგ 17 მარტს იტალიური გემით ბათუმი დატოვა და საფრანგეთში ემიგრაციაში წავიდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий